შავი ჩაი რძით და სანელებლებით - გემო, რომლის დავიწყებასაც ვერასდროს შეძლებთ (რეცეპტი)

შავი ჩაი რძით და სანელებლებით - გემო, რომლის დავიწყებასაც ვერასდროს შეძლებთ (რეცეპტი)
მსოფლიოში უამრავი ჩაის სახეობა არსებობს, ჩვენი დღევანდელი სტატიის თემა კი ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩაის მასალაა. მასალა შავი ჩაისგან, რძისა და სანელებლებისგან მზადდება.

შავი ჩაი რძით

ინდოელები მასალას უწოდებენ გარკვეული მწვანილისა და სანელებლების ნარევს, რომელიც, ჩვეულებრივ, შეიცავს კარდამონს, დარიჩინს, კოჭას, მიხაკს, შავ წიწაკას და კამის თესლს, თუმცა მისი 20-ზე მეტი ვარიაცია არსებობს. თავის მხრივ, ევროპელები სიტყვა Masala-ს ქვეშ გულისხმობენ სასმელს, რომელიც მიიღება რძეში შავი ჩაის მოხარშვითა და სანელებლების დამატებით. ექსპერტები ამბობენ, რომ ცივ სეზონზე მას
ყავის როლის შესრულებაც კი შეუძლია.

ინგრედიენტები
2-3 ს.კ. ჩვეულებრივი შავი ჩაი
0,5 ლ რძე
3-4 ც. მიხაკის კვირტი
1-2 ც. დარიჩინის ჩხირი
1 ც. ანისი
მწიკვი დაფქული მუსკატის კაკალი
5-7 ც. კარდამონის კვირტი
5 ც. შავი პილპილის მარცვალი
2-3 ც. ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი
1 ს.კ. წყალი
შაქარი ან თაფლი გემოვნებით

მომზადება

გააცხელეთ წყალი დაბალ ცეცხლზე. დაამატეთ ჩაი და ადუღეთ. ჩაიში ჩაყარეთ ჯანჯაფილის პატარა ნაჭრები. სანელებლები გააცხელეთ ტაფაზე, შემდეგ კი დაუმატეთ ჩიას. როცა არომატს იგრძნობთ, ჩაასხით რძეში და ადუღეთ კიდევ 5-10 წუთი. არომატის გასაძლიერებლად შეგიძლიათ დაუმატოთ პატარა ნაჭერი კარაქი. გამოყენებამდე ჩაი გაწურეთ საცერში და მირთმევის წინ დაამატეთ ნებისმიერი დამატკბობელი.

ჩაი იდეალურია ცივი დღეებისთვის. მოუმზადეთ ის მეგობრებსაც და ნახავთ, რომ მის გემოს ვერასდროს დაივიწყებთ. შესაძლოა, მან დილის ყავაც კი ჩაგინაცვლოთ.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93