ქრისტინე იმედაძის ცხოვრების სტილი და კარიერა არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. მას ერთი შვილი, ტაისია ჰყავს. ტაისია, დედის მსგავსად, სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ხშირად ჩნდება ქრისტინეს „ინსტაგრამზე“.
ამჯერად ტაისია დედასთან, ქრისტინე იმედაძესთან და მის მეგობართან, მომღერალ ქეთა თოფურიასთან საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს. ვიდეოში ჩანს, რომ ქრისტინე და ქეთა მას მაკარონის მომზადებას ასწავლიან, ტაისია კი თავის გამოცდილებას უზიარებს და ამბობს, რომ, ყველა წესის დაცვის მიუხედავად, მაკარონი კარგად ვერ მოხარშა. „ნამდვილად მაკარონია?“, „მარილი ჩაყარე?“ - ისმის ვიდეოში.