„ფაფუკი და ჰაეროვანი“ - უმარტივესი და უგემრიელესი კექსის რეცეპტი ირინა ონაშვილისგან

ირინა ონაშვილს ფართო საზოგადოება 2003 წლიდან იცნობს, როცა ის „მის საქართველოს“ გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ მოდელის კარიერა და პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ირინა ონაშვილი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. ის საკუთარ გამომწერებს ხშირად უზიარებს როგორც პირად ფოტოებს, ისე სასარგებლო რჩევებს თავის მოვლასთან დაკავშირებით.
ამჯერად ირინა ონაშვილი გამომწერებს უგემრიელესი კექსის უმარტივეს ვიდეორეცეპტს უზიარებს:

ინგრედიენტები:
4 ც კვერცხი
1/5 ჭიქა შაქარი
1 კოვზი არაჟანი
1 ც სტაფილო
1 ც ფორთოხალი (კანიანად)
1 ც ლიმონი (კანიანად)
1 ჭიქა ზეთი
2 ჭიქა ფქვილი
სოდა
ძმარი
ვანილი

მომზადება:
ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთში, გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, რომელსაც ძირზე ჩაუფენთ საცხობ ქაღალდს და აცხვეთ, სანამ ცომი არ გახდება ფუმფულა და ფაფუკი. გემრიელად მიირთვით!
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
ნინული
1/5 ჭიქა შაქარი ძალიან ცოტააა,4ცალ კვერცხს სულ მცირე 2ჭიქა შაქარი უნდა,ლიმონი და სტაფილო ერტმანეთს გაანეიტრალებს.
17:08 / 18-11-2022
გამოხმაურება / 0 /
ეკა
1კოვზი არაჟანი ძაან ცოტა არ არის?
23:50 / 29-10-2022
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93