ცხელი გლინტვეინი ცივი ზამთრის დასაძლევად

ცხელი გლინტვეინი ცივი ზამთრის დასაძლევად
სიცივის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება გასათბობი სასმელი. გლინტვეინი ღვინისგან მზადდება, ძალიან გემრიელია და თუ ოდნავ გაცივდით, სამკურნალო საშუალებადაც გამოდგება.

საჭირო მასალა:

  • 750 გრ წითელი მშრალი ღვინო
  • 1 ცალი ფორთოხალი
  • 5 ცალი მიხაკის სუნელი
  • 1/4 ჩ.კ. მუსკატის კაკალი
  • 1 ჩხირი დარიჩინი
  • 2-3 ს.კ. შაქარი
Image result for глинтвейн gif

მომზადება:


პატარა ქვაბში ერთმანეთს შეურიეთ დარიჩინი, შაქარი, მიხაკი და მუსკატის კაკალი.
დაუმატეთ 1/2 ჩ.ჭ. წყალი, აადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
გააჩერეთ 10-15 წუთი და გადაწურეთ.
ფორთოხალი დაჭერით რგოლებად.

გააცხელეთ წითელი ღვინო და ჩაუმატეთ ნახარში. ცოტა ხნის შემდეგ ჩააწყვეთ ფორთოხლის
ნაჭრები.

მიიყვანეთ ადუღებამდე, თუმცა არ აადუღოთ. გადმოდგით, გადაანაწილეთ ჭიქებში და მიირთვით ცხელი.

სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, გლინტვეინს ასევე დაუმატოთ კარდამონი, დაჭრილი ვაშლი და თაფლი. 

ჟურნალი "რეიტინგი"
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 17 /
ვალერიანე
კომშიც ძალიან უხდება,არომატს აძლევს. კონიაკს ჩის ჭიკით ვინ სვავს დალოცვილო. კარგი იქნებოდა იმ თემაზეც გვეფიქრა რაც ქალაქის მაღაზიებსი იყიდება,წამლავენ ხალხს,ჩამოსასხმელ ღვონოს და არაყს. საქართველოს სანიტარი თღუ ყავს ნეტავი.თუ მარტო ონიშენკოა დამთვალიერებელი.
22:24 / 01-12-2012
გამოხმაურება / 0 /
ვშპ
მე ვაკეთებ გლინტვეინს და ზალიან სასიამოვნო ზამთარში ბუხართან,ხანდახან
20:56 / 28-11-2012
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93