ეს ორიგინალური საწებელი განსაკუთრებით შემწვარ თევზს უხდება. დიჟონის მდოგვის ნაცვლად, ჩვეულებრივი მდოგვი შეგვიძლია გამოვიყენოთ, თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით.
საჭირო მოასალა
- 250 მლ მაიონეზი
- 2 ს.კ. დიჟონის მდოგვი
- 2 ს.კ. ლიმონის წვენი
- 1 კონა კამა
- 2-3 ღერი ქინძი
- 3-4 კბილი ნიორი
- მარილი
- შავი პილპილი
- 2-3 ს.კ. ანადუღარი წყალი
მომზადება
- ნიორი დავნაყოთ.
- მწვანილი წვრილად დავჭრათ.
- ნიორსა და მწვანილს დავუმატოთ მდოგვი, მაიონეზი, სანელებლები და ავურიოთ.
- გავათხელოთ ანადუღარი წყლით.
საწებელს უნდა ჰქონდეს თხელი არაჟნის კონსისტენცია.
კულინარიული ჟურნალი "გემრიელი"