ნამცხვარს ვაცადოთ გაცივება, შემდეგ საკონდიტრო ტომრის საშუალებით ლამაზად დავასვათ ნაღების კრემი და მოვაყაროთ ფერადი, მოსართავი ბურთულები.
საჭირო მასალა
- 200 გრ შაქარი
- 200 გრ ფქვილი
- 100 გრ კაკაო
- 10 გრ გამაფხვიერებელი ფხვნილი
- 150 გრ დარბილებული კარაქი
- 2 კვერცხი
- 125 მლ რძე
მოსართავად
200 მლ ნაღები (35-38%)
მოსართავი ბურთულები
მომზადება
ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და შაქარი მაღალ სიჩქარეზე ჩართული მიქსერით ვთქვიფოთ გათეთრებამდე. სათითაოდ დავუმატოთ კვერცხები. კარგად რომ აიზილება, დავუმატოთ რძე და განვაგრძოთ თქვეფა.
ცალკე თასში ავურიოთ ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი. ეს მასა ნელ-ნელა დავასხათ კარაქიან მასას და მიქსერით დაბალ სიჩქარეზე შევათქვიფოთ. უნდა მივიღოთ სქელი, მუქი ყავისფერი ცომი.
საცხობი ფორმები შიდა მხრიდან გავპოხოთ კარაქით, მოვაფრქვიოთ ფქვილი. ცომი ფორმებში გადავიტანოთ ისე, რომ 2/3-მდე გაივსოს. შევდგათ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და 25 წუთის განმავლობაში ვაცხოთ.
ხის ჩხირი ნამცხვარში ჩავარჭოთ – თუ ჩხირი მშრალი ამოვა, ე.ი. შეგვიძლია გაზქურა გამოვრთოთ. მიქსერით მაღალ სიჩქარეზე ავთქვიფოთ ნაღები მანამ, სანამ კრემს არ მივიღებთ. ნამცხვარს ვაცადოთ გაცივება, შემდეგ საკონდიტრო ტომრის საშუალებით ლამაზად დავასვათ ნაღების კრემი და მოვაყაროთ ფერადი, მოსართავი ბურთულები.
ნაღები აუცილებლად მაღალპროცენტიანი (მინიმუმ 35%) უნდა შევარჩიოთ და გამოყენებამდე მაცივარში უნდა შევინახოთ, თორემ კრემი არ აითქვიფება.
იდეები გასაფორმებლად