ეს წვნიანი შეგვიძლია მოვამზადოთ ბულიონითაც. ამ შემთხვევაში არ დაგვჭირდება ბულიონის კუბიკის გამოყენება. ”სერველატის” ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი შებოლილი ძეხვი, ახალი წიწაკის ნაცვლად - დაკონსერვებული.
საჭირო მასალა
- 150 - 200 გრ ძეხვი ”სერველატი”
- 2 თავი ხახვი
- 3 კარტოფილი
- 1 მოზრდილი სტაფილო
- 1 პატარა ქილა დაკონსერვებული მწვანე ბარდა
- 2 ბულგარული წიწაკა (სასურველია სხვადასხვა ფერის)
- 1 კონა ოხრახუში და კამა
- 1 ჩ.კ. ძირა
- 2 ცალი ქათმის ან საქონლის ბულიონის კუბიკი
- 50 გრ კარაქი
- წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადება
ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, მსხვილ და მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი სტაფილო 2-3 წუთის განმავლობაში ტაფაზე მოვშუშოთ. 2-ლიტრიან ქვაბში 2/3-ზე ჩავასხათ წყალი. როცა ადუღდება, მოვათავსოთ ბულიონის კუბიკები, ძირა, მოშუშული ხახვი და სტაფილო, 2 წუთის შემდეგ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი.
5 წუთის შემდეგ დავამატოთ მსხვილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, დაჭრილი ძეხვი, მწვანე ბარდა და ვადუღოთ მომზადებამდე. ბოლოს ქვაბში ჩავყაროთ დაჭრილი მწვანილი, მარილი, წიწაკა, და 1-2 წუთი ვადუღოთ.
კულინარიული ჟურნალი ”გემრიელი”