ალბათ, სააღდგომოდ, ხსნილზე ყველა ოჯახში თუ არა, უმეტესში მაინც კეთდება ჩაქაფული. ზოგიერთი ხბოს ხორცს ანიჭებს ამ კერძის მომზადებისას უპირატესობას, ზოგი კი - ბატკნისას. არჩევანი თქვენზეა, რეცეპტი კი - ჩვენზე.
საჭირო მასალა:
- 1 კგ ხბოს ხორცი
- 200 გრ თეთრი ღვინო
- 250 გრ ტარხუნა
- 4 კონა მწვანე ხახვი
- 200 გრ ქინძი
- 150 გრ ოხრახუში
- 100 გრ ახალი ნიორი
- 100 გრ ახალი ტყემალი
- მარილი და მწვანე წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. აგრეთვე დაჭერით მწვანილი (ძალიან წვრილად არა). ხორცი და დაჭრილი მწვანილი ქვაბში მოათავსეთ ფენა-ფენა. ჩაყარეთ ახალი ტყემალი, დაასხით ღვინო და დადგით დაბალ ცეცხლზე. ცოტა ხანში დაუმატეთ მარილი. ცეცხლზე გააჩერეთ მანამ, სანამ ხორცი კარგად არ მოიხარშება.
ჟურნალი ”... და ქალი” (მაისის ნომერი)