ლაბი ლორითა და ქათმის ფილეთი არა მარტო გემრიელია, არამედ ის თქვენს სააღდგომო სუფრას ძალიან მოუხდება და მეტ ორიგინალურობას შესძენს.
საჭირო მასალა:
- 7 კვერცხი
- ლორი ან ძეხვი
- 100 გრ ქათმის ფილე
- მუხუდო
- სიმინდი
- წითელი ბულგარული წიწაკა
- 2 ს/კ ჟელატინი
- მწვანილი
მომზადების წესი:
- მოხარშეთ ქათმის ფილე (ადუღებიდან 20 წთ) მარილიან წყალში. ასევე, დაგჭირდებათ 1 ჭიქა ბულიონი, რომელშიც ფილე იხარშებოდა.
- გახსენით ჟელატინი გადადუღებულ, გაცივებულ წყალში და დატოვეთ იმდენ ხანს, რამდენიც შეფუთვაზეა მითითებული.
- კარგად გარეცხილ კვერცხს ფსკერზე გაუკეთეთ 2-2,5 სმ დიამეტრის ნახვრეტი და გადმოასხით კვერცხის გული და ცილა. ისინი ამ შემთხვევაში ნამდვილად არ დაგჭირდებათ.
- კვერცხის ნაჭუჭის დეზინფექციისთვის მოათავსეთ ისინი რამოდენიმე წუთით თბილ, სოდიან წყალში.
- ლორი და ბულგარული წიწაკა დაჭერით პატარა კუბიკებად.
- წყალში გახსნილი ჟელატინი შეურიეთ 1 ჭიქა ბულიონს.
- კვერცხის ნაჭუჭი მოათავსეთ კვერცხის სპეციალურ დასადებზე ან პატარა ზომის ჭიქაში და ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტები მასში შემდეგი თანმიმდევრობით მოათავსეთ: მწვანილი, ბულგარული წიწაკა, ქათმის ფილე, მუხუდო, სიმინდი.
- მოასხით ზემოდან ჟელატინნარევი ბულიონი და ერთი ღამით მაცივარში დატოვეთ.
- მზა კვერცხს მოაშორეთ ნაჭუჭი.
ჟურნალი "და ქალი"