10 წესი, როგორ მოვხარშოთ ნამდვილი, არომატული, თურქული ყავა

10 წესი, როგორ მოვხარშოთ ნამდვილი, არომატული, თურქული ყავა
ამბობენ, რომ ყავა უნდა იყოს ჯოჯოხეთივით ცხელი, კუპრივით შავი და შხამივით მწარე, მაგრამ გარდა ამისა, არომატული ყავის მოსადუღებლად რამდენიმე მარტივი წესის ცოდნაა აუცილებელი.

1. სუფთა წყალი

იმისათვის, რომ ყავა არომატული გამოვიდეს, დაივიწყეთ ონკანის წყალი. თუ გსურთ, რომ დატკბეთ ყავის იდეალური სურნელითა და გემოთი, მოდუღებისას გამოიყენეთ მხოლოდ სუფთა წყალი.

2. არ იჩქაროთ

თუ თქვენ თურქულ ყავას ხარშავთ, დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე. გასაგებია, რომ ერთი სული გაქვთ, როდის შესვამთ პირველ ყლუპს, მაგრამ სიჩქარე აქ არ გამოგადგებათ. დაიმახსოვრეთ – ყავა დიდხანს იხარშება.

3. ვიწროყელიანი ჯეზვე

თუ გსურთ, გემრიელი ყავა მოადუღოთ, გამოიყენეთ ვიწროყელიანი ჯეზვე. ასე ყავა ბევრად არომატული გამოვა.

4. მარილი

დაუმატეთ მარილი. დიახ, დიახ, სწორედ მარილი. რა თქმა უნდა, არა მთელი კოვზი, არამედ სულ რაღაც 2-3 კრისტალი. მისი გემო არ უნდა იგრძნობოდეს. ფსონი აქ იმაზე დევს, რომ მარილს შეუძლია გაამძაფროს ყავის არომატი. ნაცადია.

5. ჯანჯაფილი

სულ ოდნავ დაუმატეთ, გარწმუნებთ, განსხვავებას იგრძნობთ. მარილიცა და ჯანჯაფილიც ყავას იქამდე დაუმატეთ, სანამ წყალს დაასხამდეთ.

6. შაქარი

გამოიყენეთ ყავისფერი შაქარი. რა თქმა უნდა, რაოდენობა - თქვენი გემოვნებით, მაგრამ ძალიან ტკბილი ყავა არომატს კარგავს.

7. დაფქვა

ჩაატარეთ ექსპერიმენტები დაფქვის დროს. ზოგს წმინდად დაფქული უყვარს, ზოგს პირიქით – მსხვილად. გემოში სხვაობა ამ დროს მკვეთრად შესამჩნევია.

8. არ აადუღოთ ყავა

ეს თურქულად ყავის მოდუღების მთავარი წესია. როგორც კი ზემოთ მოდებული სქელი ქაფი ამოსვლას დაიწყებს – გადმოიღეთ ჯეზვე ცეცხლიდან. დააყოვნეთ ცოტა ხანს და ისევ დადგით ცეცხლზე. ასე გაიმეორეთ სამჯერ.

9. ყავა მარცვლებში

თუ მართლაც გემრიელი, ნამდვილი თურქული ყავის დალევა გსურთ, დაივიწყეთ დაფქულის ყიდვა. შეიძინეთ მარცვლები და თავად დაფქვით.

10. გააგრილეთ

როგორც კი ყავა მოდუღდება, მაშინვე ნუ დაასხამთ ფინჯნებში. გააჩერეთ ჯეზვეში თუნდაც 30 წამი, რათა სასმელმა მეტად ერთგვაროვანი კონსისტენცია მიიღოს.



FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 29 /
ნია
ეგ არაბული ანდაზაა და სინამდვილეში ასე ჟღერს: ყავა უნდა იყოს ჯოჯოხეთივით ცხელი, ღამესავით შავი და სიყვარულივით ტკბილი...
13:18 / 29-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ლედი
ლიმონი 2,3 წვეთი არომატს აძლევს
18:30 / 30-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93