პროდუქტები, რომელიც მუდამ უნდა გქონდეთ სამზარეულოში - Marao

პროდუქტები, რომელიც მუდამ უნდა გქონდეთ სამზარეულოში

2014-08-02 11:20:22+04:00

თაფლი - აღადგენს იმუნიტეტს, ენერგიის წყაროა, თუ სამზარეულოში თაფლი გაქვთ, შაქარი შეგიძლიათა დაივიწყოთ.

ბანანი - კალიუმის წყაროა. აძლიერებს კუნთებს. ამასთანავე, დადებითად მოქმედებს გულზე. ამცირებს ინსულტის რისკს.

შვრია - კურნავს კუჭ-ნაწლავის დაავადებას. ამასთანავე, შვრიის ფაფა მინიმალურ კალორიას შეიცავს.

ისპანახი - იგი მდიდარია ა, ც და კ ვიტამინებით. აგრეთვე ანტიოქსიდანტებითა და რკინით.

ზეითუნის ზეთი - დაბლა სწევს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ეხმარება ორგანიზმს გაახალგაზრდავებაში. მდიდარია ე ვიტამინით და ხელს

უწყობს ა და კ ვიტამინის შეთვისებას.

ვაშლი - აუმჯობესებს გულის, კუჭ-ნაწლავისა და ფილტვების მუშაობას. აფერხებს კიბოს უჯრედების გამრავლებას.

მაწონი - კალციუმის საბადოა. აგრეთვე, აღადგენს იმუნიტეტს, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას.

ორაგული - მდიდარია ომეგა3-ის ცხიმით, რომელიც არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. აგრეთვე აუმჯობესებს თმის მდგომარეობას და დაგიცავთ დეპრესიისგან.

სტაფილო - ბეტა-კაროტინის საბადოა. აუმჯობესებს მხედველობას; აქვეითებს მადას და ხელს უშლის კიბოს უჯრედების წარმოქმნა-გამრავლებას. ორგანიზმა სტაფილო უკეთესად რომ შეითავსოს, იგი არაჟნით ან მზესუსმზირის ზეთთან ერთად უნდა მიირთვათ.

მოცხარი - აფერხებს სიბერის პროცესს. აუმჯობესებს მხედველობას. აგრეთვე სასარგებლოა მათთვის, ვინც დაბნეული და გულმავიწყია.