მაკარონის მომზადების საოცარი მეთოდი, რომელიც აქამდე არ იცოდით – მათთვის, ვისაც ეს კერძი ყველაზე მეტად უყვარს

მაკარონის მომზადების საოცარი მეთოდი, რომელიც აქამდე არ იცოდით – მათთვის, ვისაც ეს კერძი ყველაზე მეტად უყვარს
ვიდეო
ისეთი მარტივი კერძის ცუდად მომზადებაც კი შესაძლებელია, როგორიც მაკარონია.
მას შემდეგ, რაც სწორად მომზადებულ იტალიურ პასტას გასინჯავთ, აღარასოდეს მოამზადებთ მას ძველებურად.

იმისათვის, რომ საოცარი მაკარონი მოამზადოთ, საჭიროა იცოდეთ სულ რაღაც რამდენიმე წესი.

პირველი შეცდომა, რომელსაც უმეტესობა მაკარონის მომზადებისას უშვებს, მისი საწურზე დაყრაა. ასე მაკარონი წებოვანი და უგემური ხდება.



რა თქმა უნდა, თუ ცივ წყალს გადაავლებთ, წებოვნებას მაკარონს გაუქრობთ, თუმცა, გემოს ვერ გაუუმჯობესებთ.


და ბოლო ნაბიჯი, რომლისთვისაც, ალბათ არაერთხელ მიგიმართავთ: სოუსს მაკარონს ზემოდან ასხამთ. ეს არასწორია.


საკმარისია,
იცოდეთ რამდენიმე საიდუმლო და თქვენ საოცარი კერძი გამოგივათ.

როგორც კი მაკარონი მოიხარშება, მოათავსეთ ის ღრმა ტაფაში, სადაც წინასწარ მომზადებული სოუსი გექნებათ. ქვაბიდან მაკარონი პატარა დრუშლაგით ამოიღეთ, ასე მოსახერხებელი იქნება.

მოშუშეთ მაკარონი სოუსში 1 წუთის განმავლობაში ძალიან დაბალ ცეცხლზე.



დაუმატეთ მაკარონის ნახარში ქვაბიდან ცოტაოდენი წყალი, ცოტა კარაქი – ეს მაკარონს რბილს და ნაზს გახდის.



შემდეგ დაახეხეთ ზემოდან ყველი და დააჭერით ცოტაოდენი რეჰანი ან მოაყარეთ ორეგანო.


სუფრაზე მიტანის წინ თეფშზე კიდევ ცოტა გახეხილი ყველი მოაყარეთ.



მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ვიდეო.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ფატმან ქოიავა
ლრუშლაგს სჯობს თუსფალანგი, უკეთესია საწური
00:23 / 03-04-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93