1. ცეცხლოვანი ნიშნების მცენარე-თილისმები - ცეცხლოვან ნიშნებს ესაჭიროებათ მცენარე, რომელიც დიდი რაოდენობით გამოჰყოფს ჟანგბადს.
რათა მათი ვნებიანი ცეცხლი უფრო მწველი გახდეს. თუ სინაზე და მზრუნველობა გაკლიათ, სანსევიერა აირჩიეთ. თუ სულიერი ტრავმების მოშუშება და მტანჯველი მოგონებებისგან გათავისუფლება გსურთ, - კალანჰოე და ალოე.
ხოლო, თუ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება გაქვთ დაგეგმილი, ბეგონია შეიძინეთ. მეფური კეთილდღეობის მისაზიდად სამეფო ბეგონიაზე შეარჩიეთ არჩევანი.
სამწუხაროდ, პოპულარობით აღარს სარგებლობს მირტი.
წარსულში იგი ოჯახის კეთილდღეობისა და მეუღლეებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების სიმბოლო იყო.
2. ჰაერის ნიშნების მცენარე-თილისმები
თუ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება გსურთ, ფულის ხე შეიძინეთ. ჰაერის ნიშნებს ერთი უცნაურობა ახასიათებთ, მათ ყველაფერი სწრაფად და მომენტალურად სურთ. ფულის ხე კი მოთმინებას ასწავლის. მთავარია, იგი ხშირად არ მორწყათ.
თუ პირადი ცხოვრების მოწყობა გაქვთ გადაწყვეტილი, გარდენია და ციკლამენი მოაშენეთ. ხოლო, თუ მარტო დარჩენა გსურთ - ია. თაყვანისმცემლებს მოგაშორებთ კაქტუსი.
3. წყლის ნიშნების მცენარე-თილისმები
მათთვის მთავარი ენერგეტიკული ჰარმონიულობაა. ისინი ხშირად უჩივიან განწყობის ცვალებადობას. მათ უნდა შეარჩიონ მცენარე, რომელიც უარყოფითი ენერგიისგან გაათავისუფლებთ. ასეთი ქლოროფიტუმია.
მისი ადგილი სამზარეულოშია. საინტერესოა, რომ ქლოროფიტუმი ეხმარება ადამიანებს, ვისაც ახალი ბინის შეძენა სურს ან მისამართის შეცვლა. უარყოფით ენერგიისგან გაგათავისუფლებთ გერანიც (ნემსიწვერა).
4. მიწის ნიშნების მცენარე-თილისმები
მათთვის იდეალურია ქრიზანთემა, ვარდი. ეს უკანასკნელი ყვითელი ან მეწამული ფერის. მათი მოყვანა ბაღშიც შეგიძლიათ და ქოთანშიც. ვარდს დადებითი ენერგიის მიზიდვა შეუძლია. ქრიზანთემა დაიცავს თქვენს სახლს ნეგატივისა და ენერგეტიკული არსებებისგან. თუმცა, აყვავილებული ქოთანი საძინებლიდან უნდა გაიტანოთ, - ქალური ენერგეტიკის ჩახშობა შეუძლიათ.
მიწის ნიშნებს ბედნიერებას მოუტანს ციტრუსის ხეები. მფლობელს აუმაღლებს იმუნიტეტს. ფორთოხლისა და მანდარინის ხე სახლში მემკვიდრეების დაბადებას უწყობს ხელს.
დაბოლოს, რომელ ნიშანსაც არ უნდა განეკუთვნებოდეთ, მცენარე გულით უნდა შეარჩიოთ. შინ მოტანილს სიყვარული და მზრუნველობა არ უნდა მოაკლოთ. თუ ოჯახში მცირე დისკომფორტი მაინც წარმოიშობა, ყვავილი მოიწყენს და ფოთლები გაუყვითლდება.