8 წესი შაშკვლავის ქოთანში დასარგავად, მებაღის საიდუმლოებები

8 წესი შაშკვლავის ქოთანში დასარგავად, მებაღის საიდუმლოებები
შაშკვლავი არა მარტო არომატული მწვანილია, რომლის ფოთლების გამოყენება სხვადასხვა კერძში შეგიძლიათ, არამედ სამკურნალო მცენარეც. შაშკვლავის ჩაი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და წონის კლებასაც უწყობს ხელს.

მისი ჭამა შეიძლება როგორც ნედლი და გამხმარი, ასევე გაყინული სახით. იმისათვის, რომ ეს სასარგებლო და არომატული მწვანილი რაფაზე ქოთანში მოიყვანოთ, რამდენიმე საიდუმლოს გაგიმხელთ.

1. შაშკვლავი აპრილის დასაწყისში დარგეთ. შეგიძლიათ თებერვალშიც სცადოთ, მაგრამ მაშინ დამატებითი განათების გამოყენება დაგჭირდებათ.


2.
მოამზადეთ ქოთანი. შეგიძლიათ უკვე მზა ნია
დაგი იყიდოთ ან თავად მოამზადოთ. ამისათვის ტორფი, პერლიტი და ვერმიკულიტი თანაბარი რაოდენობით უნდა გადაურიოთ ერთმანეთში. მოათავსეთ ქოთანში, ოდნავ დატკეპნეთ და მორწყეთ.


3.
თესლი ერთმანეთისგან 0,5 სმ-ის დაშორებით დათესეთ. რაოდენობა ქოთნის დიამეტრზეა დამოკიდებული. ზემოდან მიწა მოაფრქვიეთ. ქოთანს ზემოდან პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვით და მზეზე დადგით.


4.
როცა პირველი მცენარეები თავს წამოყოფენ, პარკი მოაშორეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ქოთანი ყოველდღე, ზომიერად მორწყათ. შეგიძლიათ პულველიზატორიანი სარწყავით დილა-საღამოს დაატენიანოთ მიწა.
როცა ღეროებზე პირველი ფოთლები გაჩნდება, რამდენიმე ღერი შაშკვლავი სხვა მოცულობაში გადარგეთ.

5.
როცა ფოთლების რაოდენობა კიდევ 2-ით მოიმატებს, კიდევ დააცალკევეთ.


6.
ქოთნის ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ მასში 0,4 ლიტრი უნდა ჩავიდეს.


7.
იმისათვის, რომ შაშკვლავის ბუჩქი ლამაზი და ფუმფულა დარჩეს, ხოლო ფოთლებმა სასარგებლო ნივთიერებები შეინარჩუნონ, კიდეზე წამოზრდილი კოკრები თითო ფოთლით (ორივე მხრიდან) უნდა წააწყვიტოთ.

8.
შაშკვლავი ძლიერი მცენარეა, მაგრამ გადამეტებულმა მორწყვამ ან დაბალმა ტემპერატურამ შეიძლება დაავადებები გაუჩინოს. ამიტომ დაავადების პირველივე ნიშნებისას ხახვის ფუჩეჩს დაასხით მდუღარე წყალი (1:4), გააჩერეთ მთელი ღამე და დილით შეასხურეთ.
აივანზე, სუფთა ჰაერზე გატანისას, აკონტროლეთ, რომ შაშკვლავზე არ დაბინავდეს მწერი. დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ შაშკვლავის ქოთანში უმჯობესია, მიწა შეშრეს, ვიდრე დაჭაობდეს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93