დარიჩინი გახლავთ სუნელი, რომელიც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ის აჩქარებს მეტაბოლიზმს, გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები და სასიამოვნო სურნელი. ეს ყველაფერი კარგად არის ცნობილი, მაგრამ იცოდით, რომ დარიჩინი შესანიშნავი სასუქია მცენარეებისთვის?
დარიჩინის სასარგებლო თვისებები
თუ გადარგვისას მცენარეს ძირებს აჭრით, მოაყარეთ ცოტაოდენი დარიჩინი. მისი მადეზინფიცირებელი თვისებები დაეხმარება მცენარეს ახალ გარემოსთან ადაპტირებაში. მცოდნე მებაღეები დარიჩინს მოჭრილ ყუნწებსაც აყრიან. ეს მისი სწრაფად ზრდის გარანტიას იძლევა.
დარიჩინი იცავს მცენარეს ჭიანჭველებისა და მღრღნელებისგან. ასევე, ხელს უშლის პარაზიტული დაავადებების წარმოშობას.
როგორც ცნობილია, დარიჩინის სურნელი ტვინის მუშაობას ასტიმულირებს. ამიტომაც ძალზე სასარგებლოა, მოაყაროთ ის თქვენს ახლოს მდებარე მცენარეებს.
გარდა იმისა, რომ ეს მცენარეებისთვის არის სასარგებლო - თავადაც უკეთ იგრძნობთ თავს მთელი დღის განმავლობაში.