ყვავილების ენა, ანუ რას ნიშნავს ყვავილი, რომელსაც გჩუქნიან

ყვავილების ენა, ანუ რას ნიშნავს ყვავილი, რომელსაც გჩუქნიან
ასტრა - დახვეწილობისა და ელეგანტურობის სიმბოლოა. შემოდგომის მთავარი ყვავილია.
მიხაკი - თავისუფლების, მამაცობის, ღირსების გამომხატველი ყვავილია. ამიტომაცაა, რომ მიხაკს მამაკაცებსაც ჩუქნიან.
ჰერბერი - სიმპათიისა და ფლირტის ნიშანია. მის თაიგულს ჩუქნიან ქალს, როცა მისდამი ყურადღების, კომპლიმენტის გამოხატვა სურთ. ამასთანავე, მუქ წითელ ჰერბერს მამაკაცებს ჩუქნიან, ნაზ ვარდისფერს - ქალებს.
გლადიოლუსი - მადლიერებას გამოხატავს. იგი რომაელების სიმბოლოდ მიიჩნეოდა და ბრძოლაში გამარჯვება მოჰქონდა. ის მამაკაცური ყვავილია, მაგრამ თუ კომპოზიციურად სხვა ყვავილებსაც შეუხამებთ, ლამაზი თაიგული გამოგივათ.
ირისი - ამაყი და
მკაცრი ყვავილია. რწმენის, იმედი, სიბრძნის სიმბოლო. იაპონურად ირისი "მებრძოლ სულს" ნიშნავს. აგრეთვე, საფრანგეთის ემბლემაა.
Ирис-ის სურათის შედეგი
კალა - ელეგანტური ყვავილი აღფრთოვანების, სილამაზის, პატივისცემის სიმბოლოა. თაიგულისთვის პატარძლები უპირატესობას მას ანიჭებენ. იგი ბედნიერი ოჯახის სიმბოლოა.
შროშანი - ეს ნაზი ყვავილი გოგონებს უყვართ. იგი სინაზის, ერთგულების, ბედნიერებისა და ქალწულობის სიმბოლოა.
ზამბახი - მატერიალური კეთილდღეობის სიმბოლოა. ძველად სასახლეების მოსართავად იყენებდნენ. არამართებულია, მას მკვდრის ყვავილი ვუწოდოთ.
მიმოზა - არომატული და მორცხვი ყვავილი გაზაფხულის ერთ-ერთი სიმბოლოა.
ორქიდეა -მას ინტიმურ ყვავილად მიიჩნევენ და მხოლოდ ძალიან ახლობელ ადამიანებს ჩუქნიან.
პიონი - სიმდიდრის, ვნებიანი სიყვარულის სიმბოლოა.
Пион-ის სურათის შედეგი
ენძელა - ნაზი და ქალური ყვავილი სინაზისა და გულუბრყვილობის სიმბოლოა.
ვარდი - ყველაზე პოპულარული ყვავილია. თეთრი ქალწულობის სიმბოლოა, წითელი - ვნებისა და სიყვარულის, ვარდისფერი - დახვეწილობისა და სინაზის. ვარდების თაიგულს მხოლოდ საყვარელ ადამიანს კი არა, ბიზნესპარტნიორსაც ჩუქნიან.
გვირილა -სიკეთისა და სიმორცხვის სიმბოლოა. მის თაიგულს რომანტიკულ გრძნობაში გამოსახატავად ჩუქნიან.
იასამანი - ახალგაზრდულობის სიმბოლო შეყვარებულების საყვარელი მცენარეა.
ტიტა - სიხარულის, ბედნიერების, კარგი განწყობის სიმბოლოა. ამბობენ, რომ ამ ლამაზ ყვავილს წარმატება მოაქვს. ტიტების პატივსაცემად ჰოლანდიაში ყოველწლიური დღესასწაული ეწყობა.
Тюльпан-ის სურათის შედეგი
ია - ერთგულებისა და მოკრძალების სიმბოლოა. ოჯახში ბედნიერება და ჰარმონია მოაქვს.
ქრიზანთემა - ჯანმრთელობის, სიბრძნის, დღეგრძელობის სიმბოლოა. იაპონიაში იგი წმინდა ყვავილია. მისი ჩუქება ყველა სიტუაციაში შეიძლება.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30