როგორ ვუშველოთ ოთახის მცენარეებს ზამთარში

როგორ ვუშველოთ ოთახის მცენარეებს ზამთარში
ზამთრის პერიოდში ყვავილები განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.

სწორად მოვრწყათ
არსებობს მორწყვის წესი: ქოთნის მიწაში თითი ორ-სამ სანტიმეტრზე ჩაყავით. ნიადაგი ოდნავ ნამიანი უნდა იყოს (არც გამომშრალი და არც სველი). ფოთლები მიგანიშნებთ, სწორად რწყავთ თუ არა. თუ ფოთლები ყვითლება, წყალი შეამცირეთ. თუ ფოთლის წვერები ხმება, მორწყვა გაახშირეთ.

გამაცოცხლებელი შხაპი
ფოთლებზე დამდგარი მტვერი ხელს უშლის ზამთარში (როცა ისედაც ნაკლები შუქია) ფოთლის ზრდას. ამიტომ ფოთლების გაწმენდა სველი ჩვრით ნუ დაგავიწყდებათ. თუ მგრძნობიარე მცენარე გაქვთ, შხაპი მოუწყვეთ.

უპრეტენზიო მცენარე
isH3b7b803.jpg

ბრომელიას არ
უყვარს მკვეთრი შუქი და ზამთარში კვირაში ერთხელ მორწყვაც ეყოფა.

1.jpg

აგლაონემა - იტანს ყველანაირ განათებას.
isH434926b.jpg

ე.წ. ფულის ხე - არ საჭიროებს განსაკუთრებულ განათებას. მორწყვიდან მორწყვამდე ნიადაგი კარგად უნდა გამოუშრეს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93