7 მომწამვლელი ოთახის მცენარე ბავშვებისთვის - Marao

7 მომწამვლელი ოთახის მცენარე ბავშვებისთვის

2016-11-26 22:43:04+04:00

დიასახლისების უმეტესობას უყვარს ქოთნის ყვავილები. ბინაში პატარა ბოტანიკური ბაღის მოწყობა.
მცენარეების უმეტესობა ასუფთავებს ჰაერს და ენერგეტიკას, მაგრამ იცით, რომ ზოგიერთი მცენარე ბავშვებში ალერგიას იწვევს? ხოლო თუ პატარა შხამიანი მცენარის ფოთოლს გასინჯავს, უბედურება დატრიალდება.

1. ციკლამენი

все ядовитые комнатные растения

მიჩნეულია, რომ ციკლამენი მოგაცილებთ ცუდ სიზმრებს, შიშებს, ის საძინებელში, საწოლის თავთან უნდა დაიდგათ. არ ვკამათობთ მცენარის მაგიურ შესაძლებლობებზე, მაგრამ გაფრთხილებთ მის შხამიან თვისებებზე. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ციკლამენის ცესვების წვენი ჰაიმორიტს შველის. მისი გამოყენება დაუშვებელია. ის დაგიწვავთ ლორწოვან გარსს, აგიწევთ ტემპერატურა, გაგირთულდებათ სუნთქვა და აგტკივდებათ ყელი. მცენარის შხამიანი ნაწილებია: თესლები, ფესვები და წვენი, რომელიც კანის გაღიზიანებას და ანთებას იწვევს.{{ArticleSplitCont}}

2. ამარილისი

вредные и ядовитые комнатные растения

მისი ბოლქვები მომწამვლელ ნივთიერებას შეიცავს. თუ მცენარის გადარგვისას ფოთოლი გადატყდა და რძისმაგვარი წვენი გამოუშვა, სასწრაფოდ დაიბანეთ ხელები და არ მოისვათ სახეზე, თვალებზე.{{ArticleSplitCont}}

3. დიფენბახია

ядовитые комнатные растения в детском саду

მოარიდეთ საძინებელსა და საბავშვო ოთახს. ღეროში არსებულ წვენს შეუძლია თქვენი მოწამვლა, ხოლო კანზე მოხვედრისას - დამწვრობა. მას უმჯობესია ხელთათმანებით მოუაროთ. სხვათა შორის, დიფენბახიას საბავშვო ბაღში მოშენება აკრძალულია.{{ArticleSplitCont}}

4. ბალბა

ядовитые комнатные растения названия и фото

ერთი მხრივ ანტისეპტიკია, გიშველით სტრესისა და დაძაბულობის მოხსნაში. გამოიყენება ანგინისა და ოტიტის დროს. მაგრამ არის ხალხი, რომლებშიც ბალბას სუნი ასთმის შეტევას, ალერიას იწვევს. ბალბა უარყოფითად მოქმედებს ფეხმძიმეებზე, ბავშვებზე, მათზე ვინც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს სვამს.{{ArticleSplitCont}}

5. კაქტუსი

ядовитые комнатные растения в школе

შხამიანი არაა, მაგრამ საშიშია ეკლების გამო. ამიტომ ბავშვებს მოარიდეთ. კაქტუსის ზოგიერთი სახეობა ჰალუცინოგენს შეიცავს, რასაც ნერვული სისტემის დაზიანება შეუძლია გამოიწვიოს.{{ArticleSplitCont}}

6. ზოლიანი ალოე

очень ядовитые комнатные растения

სასარგებლო ალოეს შხამიანი ძმა ჰყავს. მისი სამკურნალოდ გამოყენება არ შეიძლება ფეხმძიმეებში ნაყოფის მოშორებას იწვევს. აგრეთვე, სისხლდენას საშვილოსნოსა და კუჭში.{{ArticleSplitCont}}

7. ჰორტენზია

ядовитые комнатные растения и цветы

შხამიანია და კუნთების სისუსტეს, სისხლის მიმოქცევის დარღვევას, კუჭის ტკივილის, გულისრევას იწვევს.