საშობაო ყვავილი - როგორ უნდა მოუაროთ და აყვავილოთ დიდხანს

საშობაო ყვავილი - როგორ უნდა მოუაროთ და აყვავილოთ დიდხანს
მას იცნობენ, როგორც "შობის ყვავილს", თუმცა სინამდვილეში პუანსეტია, იგივე რძიანა ჰქვია. ყვავილობას დეკემბრის ცივ და ყინვიან დღეებში იწყებს და შობის დღესასწაულზე ვარსკვლავისებური ფორმისა და მკვეთრი შეფერილობის ულამაზესი ყვავილებით ყვავის.
სწორედ ამიტომ ხალხში "შობის ვარსკვლავი" შეარქვეს და მისი შეძენა საშობაოდ ხდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
ყველაზე აქტუალური წითელი ფერის ყვავილებიანი პუანსეტიაა, თუმცა არსებობს მცენარის ყვითლად, ვარდისფრად, თეთრად და კრემისფრად მოყვავილე სახეობები. ამ სახეობების შეჯვარებით გამოყვანილია ჰიბრიდებიც - წინწკლებიანი, ზოლებიანი, ლაქებიანი და ა.შ. ყვავილებით.

განათება
პუანსეტიას ნათელი, გაფანტული შუქი
სჭირდება, მხოლოდ მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ. ამიტომ კარგი იქნება, შუადღისას მცენარეს ფარდით მოუჩრდილოთ ან ნახევრად ჩრდილში გადაიტანოთ.

თუ პუანტესია ფანჯრის რაფაზე გიდგათ, ყურადღება მიაქციეთ, მისი რომელიმე ნაწილი ფანჯრის მინას არ ეხებოდეს, რადგან გრილ მინაზე შეხებამ შესაძლოა, მცენარის ეს ნაწილი დააზიანოს.

ოთახი, სადაც მცენარე გიდგათ, ზაფხულობით რეგულარულად გაანიავეთ. შეგიძლიათ, წელიწადის ამ დროს მცენარე აივანზეც გაიტანოთ, მხოლოდ ამ შემთხვევაშიც აუცილებელია, მზის პირდაპირ სხივებსა და ორპირ ქარს მოარიდოთ.

ტემპერატურა
პუანსეტიას ყვავილობის დროს (ზამთარში), ოთახში ჰაერის ტემპერატურა 14-16 გრადუსს არ უნდა ჩამოსცდეს, წლის დანარჩენ პერიოდში კი მცენარე ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურაზე (18-25 გრადუსზე) ამყოფეთ.

ჰაერის ტენიანობა

პუანსეტიას საშუალო ტენიანობის ჰაერი სჭირდება, თუმცა პერიოდულად ფოთლებზე წყლის შესხურებაც არ აწყენს - რაც უფრო მშრალია ჰაერი ოთახში, წყალიც მით უფრო ხშირად შეასხურეთ, განსაკუთრებით კი, ყვავილობის პერიოდში. მხოლოდ წყალი აუცილებლად ოთახის ტემპერატურის, ნადგომი უნდა იყოს. სრულად წაიკითხეთ shin.ge-ზე...
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93