15 ბოსტნეული, რომელიც შეგიძლიათ შეჭამოთ და ისევ გაზარდოთ - Marao

15 ბოსტნეული, რომელიც შეგიძლიათ შეჭამოთ და ისევ გაზარდოთ

2020-10-13 09:03:55+04:00

ნუ იჩქარებთ ბოსტნეულის ნარჩენების გადაყრას, მათ გამოზრდას ოჯახის პირობებშიც შეძლებთ.
ამისათვის საჭიროა ცოტა წყალი, მიწა და მოთმინება.

სალათა რომენი

თქვენი გამოზრდილი გაცილებით გემრიელი იქნება. ჩარგეთ მისი ბოლო მიწაში, დადგით ქოთანი მზეზე და ცოტა ხანში ახალი ფოთლები ამოუვა.

ხახვი

რამდენიმე დღით გამოაშრეთ ხახვის ფესვიანი ძირი, მერე კი მიწაში ჩარგეთ და ცოტა ხანში მწვანე ხახვი ამოვა.

ბაზილიკი/შაშკვლავი

მოაჭერით 2-3 ფოთლიანი ღეროები, ჩადეთ წყლიან ჭიქაში, უცვალეთ ყოველდღე წყალი და როცა ღეროები ფესვებს გამოიღებს, ქოთანში გადადეთ.

ნიახური

მოჭრილი ძირი 3 დღე გააჩერეთ წყალში. შემდეგ გადაიტანეთ ქოთანში და ცოტა ხანში ახალ ფოთლებს ამოიყრის.

ჩინური კომბოსტო

ნიახურივით მოიქეცით, თუმცა მასზე სწრაფად გაიზრდება.

მწვანე ხახვი

ფესვიანი ბოლოები მოათავსეთ წყლიან ჭიქაში. ახალი ღეროები ათ დღეში ამოუვა.

სტაფილო

სტაფილოს მოჭრილი ბოლოსგან მთლიან ბოსტნეულს ვერ გამოზრდით, მაგრამ მწვანე წანაზარდისგან სალათებში გამოიყენებთ.

ნიორი

ნუ გადაყრით წანაზარდიან ნივრის კბილებს. მოათავსეთ ისინი წყლიან ჭიქაში და დაელოდეთ მწვანე ნივრის ამოსვლას.

ჯანჯაფილი

თუ ფესვს წანაზარდი გაუჩნდა, ჩარგეთ მიწაში, რამდენიმე თვეში ახალი ჯანჯაფილის ნერგი ამოვა.

ტკბილი კარტოფილი

მოაჭერით რამდენიმე სანტიმეტრი და ჩადეთ წყლიან ქილაში. როცა ფესვები 5 სმ-ზე გაეზრდება, მიწაში გადარგეთ.

ანანასი

მოაჭერით ზედა მხარე და ჩადეთ წყალში. რამდენიმე ხანში გადარგეთ მიწაში და დაელოდეთ ახალი ანანასის გაზრდას.

კარტოფილი

თუ კარტოფილს წანაზარდები გაუჩნდა, ნუ გაბრაზდებით, გადარგეთ მიწაში და ახალი კარტოფილის ამოსვლას დაელოდეთ.

სოკო

ფეხთან ხშირად მოჰყვება თესლი. ჩადეთ ნამიან ქაღალდის პაკეტში და 3 თვეში ახალ სოკოებს დაელოდეთ.

ავოკადო

ახალი ავოკადოს გასაზრდელად მისი კურკა გახვრიტეთ, დაამაგრეთ კიდეზე და ერთი ნაწილით ჩადეთ წყლიან ჭიქაში. როცა ფესვი გამოუვა, ქოთანში გადარგეთ.