5 მცენარე კოღოების წინააღმდეგ - Marao

5 მცენარე კოღოების წინააღმდეგ

2020-05-28 10:24:33+04:00

კოღოებთან ბრძოლა მარტივია. მთავარია, ამ 5 მცენარიდან ერთ-ერთი მუდმივად იქონიოთ ოთახში.

ლავანდა - მისი სასიამოვნო სუნი მომენტალურად გაფანტავს ყველა მწერს თქვენი ბინიდან.

მელისა, ანუ ლიმონის პიტნა - ჩარგეთ ქოთანში ან მოაშენეთ აგარაკზე. იგი ციტროლელოს შეიცავს, რაც მწერებს აფრთხობს.

შაშკვლავი - ოთახში სასიამოვნო არომატსაც დააფრქვევს და მწერებსაც განდევნის. მოაშენეთ ქოთანში და კერძების მომზადების დროსაც გამოიყენებთ.

კატა პიტნა - კიდევ ერთი მცენარე, რომელიც ებრძვის კოღოებს. მოარიდეთ კატებს, ის მასზე კატაბალახასავით მოქმედებს.

პიტნა - მასში შემავალი ეთერზეთები აფრთხობს მწერებს და დაგიამებენ ნაკბენის შემდეგ გამოწვეულ ქავილს.