ყვავილების ზღაპრული სამყარო უკვე თბილისშია

ყვავილების ზღაპრული სამყარო უკვე თბილისშია
ფოტო
სწორად შერჩეული ყვავილები ხშირად ნებისმიერ სხვა საჩუქარზე ბევრის მთქმელია. Ma Rose - ასე ჰქვია ადგილს, რომლის მონახულების შემდეგაც ბუნების ამ საოცარ სილამაზეს უფრო მეტად დააფასებთ.

ყვავილების სალონი თბილისში - მოსაშვილის სამ ნომერში გაიხსნა და მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს - როგორც ულამაზეს თაიგულებს, ასევე დიზაინერულ მომსახურებას, საქორწილო და სხვა ტიპის სადღესასწაულო გაფორმებას.


”ყვავილების სალონი „მა როსე“ განსაკუთრებით დიდ კომფორტს შეუქმნის საქმიან ადამიანებს. ჩვენი ადგილზე მიტანის სერვისი ბევრ ადამიანს გაუადვილდებს, რომ სამსახურიდან გაუსვლელად ასიამოვნოს მისთვის საყვარელ პიროვნებას”
- ამბობს "მა როსეს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ირინა ონაშვილი.

Ma Rose ოფიციალურად 19 ნოემბერს გაიხსნა და ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრები ადვილად მოხიბლა. მათ სალონის მონახულების შემდეგ, წვეულებაზე რესტორან "დაუნთაუნში" გადაინაცვლეს, სადაც მსურველებმა საკუთარი გემოვნებით ააწყვეს თაიგულები, სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს გათამაშებებში, დასაჩუქრდნენ უამრავი პრიზით და შესანიშნავი მუსიკით გაიხალისეს საღამო.


”მა როსეს“ მრავალფეროვანი სერვისით სარგებლობა როგორც საქართველოში მცხოვრებლებს, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფებსაც შეეძლებათ, რამდენადაც, ჩვენი საიტის მეშვეობით, ნებისმიერი ქვეყნიდან არის შესაძლებელი გამოიწეროთ თაიგული, რომელსაც საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილას მიიტანს ჩოხაში გამოწყობილი ჩვენი კურიერი” - ამბობს "მა როსეს" დამფუძნებელი მარი ვაშაკიძე.


მაშ ასე, კარგი საჩუქრის გასაკეთებლად უკვე აღარ დაგჭირდებათ დიდი ენერგია და დრო, "მა როსე" მზად არის, ყველა მსურველს გაულამაზოს დღესასწაული ყვავილების მრავალფეროვანი და მშვენიერი არჩევანით.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93