ხშირად გვსმენია, რომ ესა თუ ის ოთახის მცენარე, ჩვენი მეგობარი კი არა, მტერია, მაგ. კაქტუსი ოჯახის წევრებს შორის უსიამოვნებასა და ჩხუბს იწვევს, სურო სახლიდან ქმარს გაგიქცევთ, ხოლო მონსტერა ღამღამობით ადამიანებს ენერგიას სწოვს.
ნუთუ, ჩვენს ფანჯრის რაფებზე იმალებიან მავნებლები და ვამპირები?
ადვოკატი კაქტუსისთვის
სინამდვილეში, მავნებელი მცენარეები მხოლოდ ბოსტანში არიან. აი, იქ კი საჭიროა დროზე ამოვძირკვოთ ბაბუაწვერა, რათა ბოლოკი გაიზარდოს, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ საბრალო ბაბუაწვერა ცუდია, პირიქით, განსაზღვრულ წუთებში იგი ნამდვილ ბედნიერებას გვჩუქნის.
გაიხსენეთ თქვენი შეგრძნება, როდესაც გაზაფხულზე მხიარულ, ფორთოხლისფერ ბაბუაწვერას უყურებთ!
ზუსტად ასე იქცევა ყველა ჩვენი მწვანე მეგობარი, ყოველი მათგანი მზად არის, დახმარების ხელი გამოგიწოდოთ, ჩვენ კი ზუსტად უნდა ვიცოდეთ, მათ როდის ”მივმართოთ”! რატომ აუმხედრდნენ ბიოქიმიკოსები მცენარეული სამყაროს ეკლიან ჯუჯებს?
საქმე ის გახლავთ, რომ ისინი აგროვებენ ენერგიას სივრციდან და ადამიანებისგან, შემდეგ კი ნემსების წვერიდან ენერგეტიკულ იმპულსებს აფრქვევენ. მოკლედ, კაქტუსი უხვად გასცემს ენერგეტიკულ ნაპერწკლებს და თუკი აგრესიული ადამიანი დიდ დროს ატარებს კაქტუსის სიახლოვეს, უფრო მეტად ღიზიანდება.
აი, წყნარი, მორიდებული ადამიანისთვის სასარგებლოა კაქტუსთან ”ურთიერთობა” - იგი მას ძალასა და თავდაჯერებულობას შემატებს. და კიდევ: ფენ შუის მიხედვით, კაქტუსი ცეცხლის ზონაში უნდა მოათავსოთ (ოთახის ან ბინის სამხრეთ ან სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში) და მაშინ ფული და წარმატება გარანტირებულია.
ცუდი ”სახელი” აქვს სუროსაც. მიჩნეულია, რომ იგი ოჯახური ცხოვრებისთვის მავნებელია: ქმარი სასმელსა და გართობას გადაჰყვება და შესაძლოა, სახლიდანაც წავიდეს. ნუთუ, ეს სიმართლეს შეესაბამება?
თუ ოჯახური ურთიერთობები არც ისე მყარია, მაშინ სუროს მართლა შეუძლია უსიამოვნების პროვოცირება. სამაგიეროდ, თუკი ემოციები ბობოქრობს, სურო ოჯახის დამანგრევლად კი არა, მის მფარველად მოგევლინებათ!
დაბოლოს, კიდევ ერთი უნებლიე ”საფრთხობელა” მონსტერაა. მის სახელწოდებაშიც კი იგრძნობა ის შიში, რომელსაც ადამიანი განიცდის ლიანების მიმართ - ”მონსტერა” ხომ სიტყვა ”მონსტრიდან” არის წარმოქმნილი!
ამბობენ, იმ ოჯახებში, სადაც მონსტერაა, ადამიანები ავადმყოფობენ. მართლაც, ეს მცენარე ნამდვილი ”ენერგეტიკული წურბელაა”: სიამოვნებით აცლის ადამიანს ენერგიას, მაგრამ... პირველ ყოვლისა - ნეგატიურს!
თუკი თქვენ ავად ხართ, იოლად ღიზიანდებით და ბოროტი ფიქრები მოგეძალათ - ნახევარი საათით მაინც დაჯექით მონსტერას გვერდით და იგრძნობთ, როგორ ”გამოვა” თქვენგან უარყოფითი ენერგია.