ეს ყვავილები სახლში არ გააჩეროთ! შხამიანი მცენარეების ფოტო და დასახელება

ეს ყვავილები სახლში არ გააჩეროთ! შხამიანი მცენარეების ფოტო და დასახელება

ქოთნის ყვავილებით ოთახის დეკორირება ბოლო დროს ძალიან მოდური გახდა. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ტოქსიკური აირის გამოშვების გამო ზოგიერთი მცენარე საშიშია თქვენი შვილებისთვის. ასეთი უამრავია, მაგრამ დღეს მეყვავილეებს შორის გავრცელებულ ყველაზე საშიშ ათ ყვავილს გაგაცნობთ.


1. დიფენბახია

მცენარე გერმანელი ბოტანიკოსის სახელს ატარებს. მდიდრული და ლამაზი შეფერილობის ფოთლები აქვს. საშიშია მისი წვენი, რომელიც დამწვრობას იწვევს და უნდა მოარიდოთ ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს.

2. აზალია

ლამაზი ფერის ყვავილებით ხიბლავს ფლორის მოყვარულებს. შხამიანია მისი ფოთოლიც და ღეროც. შეიძლება გამოიწვიოს
გულისრევა, გულის მუშაობის დარღვევა. აზალიას ძლიერი არომატი აქვს და მისი საძინებელში გაჩერება დაუშვებელია.

3. პუანსეტა

მას ბეთლემის ვარსკვლავსაც უწოდებენ. ლამაზი ფერის მცენარეს სახლში სადღესასწაულო გარემოს შექმნა შეუძლია. ადამიანი უნდა მოერიდოს მის შხამიან წვენს. აგრეთვე საშიშია მათთვის, ვისაც ლატექსზე ალერგია აქვს.

4. მონსტერა

ტროპიკული მცენარეა, მშობლიურ გარემოში მთელი წლის განმავლობაში ყვავილობს. მცენარე შხამს არ შეიცავს. საშიშია მისი მიკროსკოპული ნემსები, რომლებიც ფოთლებში მდებარეობს.

5. სპარსული ციკლამენი

მას ალპურ იასაც ეძახიან. უამრავი ფერის არსებობს და ყველა ერთმანეთზე ლამაზია. მის შხამს შეუძლია ადამიანს მხედველობა დააკარგვინოს.

6. ტრიქოცერეუსი

სამხრეთ-ამერიკული კაქტუსის სახეობაა. ულამაზესი თეთრი ფერის ყვავილები აქვს და ლილიის არომატი. მისი შხამი ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს, იწვევს ჰალუცინაციებს, გაბუჟებას.

7. კლივია

ულამაზესი, მაგრამ შხამიანია. მოარიდეთ ბავშვებსაც და შინაურ ცხოველებსაც.

8. ბროვალია

მწვანე ბუჩქოვანი მცენარე თეთრი, იისფერი ან ლუჯი ყვავილებით იწონებს თავს. ინტოქსიკაციას იწვევს მისი წვენი.

9. მოლოჩაი

დეკორატიული და უპრეტენზიო მცენარეა. შეიძლება სამკურნალოდაც იქნეს გამოყენებული და დამღუპველადაც. ძლიერ მოწამვლას იწვევს.

10. ლამერა

ჰიტ-ათეულს აფრიკული წარმომადგენელი ასრულებს. ვერაგულად საშიშია. უამრავ ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს. ალერგია უმნიშვნელოა, რაც მას შეუძლია გამოიწვიოს და ყველაზე საშიში რეაქციაა - გულის გაჩერება.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნატა
ჩემი ორქედეა ზალიან დიდი გაიზარდა
12:06 / 19-10-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93