5 რჩევა, როგორ უნდა მოვუაროთ ზამთარში ქოთნის ყვავილებს

5 რჩევა, როგორ უნდა მოვუაროთ ზამთარში ქოთნის ყვავილებს

ყვავილები ყველას უყვარს, ისინი ხომ ლამაზები არიან, კარგ სუნს აფრქვევენ და ნებისმიერი სახლის ინტერიერს ალამაზებენ. ამ სტატიაში გაიგებთ, თუ როგორ უნდა მოუაროთ ზამთარში ყვავილებს.

როგორ უნდა მოუაროთ კაქტუსს


კაქტუსს სექტემბრიდან მორწყვა უნდა შეუმციროთ. ოქტომბრიდან საერთოდ აღარ უსხამთ წყალს. ნოემბრიდან შეგვიძლია მცენარეს ადგილი შევუცვალოთ. ამ პერიოდში მცენარის ზრდა შეჩერებულია, თუმცა გრილ ადგილას უნდა მოვათავსოთ, მიუხედავად იმისა, რომ მცენარე უდაბნოში მოდის და ცხელ ჰავასაა მიჩვეული. თუ მას თბილ და მზიან ადგილას დადგამთ, სასურველია, თვეში ერთხელ მორწყათ, მაგრამ
თუ გრილ ადგილას გამოაზამთრებთ, აპრილამდე მორწყვა აღარ დასჭირდება.

როგორ უნდა მოუაროთ კალანხოეს


კალანხოეს ყვავილობა ზამთრის ბოლოს იწყება. ზამთრის პერიოდში ტემპერატურა +14-18 გრადუსი უნდა იყოს. მცენარე 10 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე არ დადგათ. მხოლოდ მაშინ უნდა მოირწყას, როცა მიწა თითქმის ბოლომდე მშრალია. ის კარგად იზრდება ოთახის ტენიანობის პირობებში, მაგრამ რეკომენდებულია, დანამვა თბილი წყლით მოხდეს. ხარობს ავსტრიაში, აზიასა და ამერიკაში.

როგორ უნდა მოუაროთ ბალზამინს


ბალზამინი - უჩვეულო, დეკორატიული მცენარეა, რომელსაც უწყვეტი ყვავილობა ახასიათებს. ის დასავლეთ და აღმოსავლეთ ფანჯრის რაფებზე უნდა მოათავსოთ, ასევე სამხრეთის მიმართულებითაც დასაშვებია, თუმცა უნდა მოარიდოთ კაშკაშა შუადღის მზეს. ბალზამინი ზამთარში ფოთლებს კარგავს, მაგრამ გაზაფხულზე ახალი ღეროების აღმოცენებას იწყებს. ზამთრის პერიოდში მისი მოთავსება შესაძლებელია ისეთ სივრცეში, სადაც ტემპერატურა +15 გრადუსია. მისი უნიკალური შეფერილობა ყოველთვის აგავსებთ პოზიტივით.

როგორ უნდა მოუაროთ კლივიას


კლივია ერთ-ერთი საყვარელი მცენარეა ფლორისტებისთვის. ეს საოცარი მცენარე გამოირჩევა იმით, რომ თითქმის 40 წელი ცხოვრობს და შეუძლია არსებობა „სპარტანულ“ პირობებში. მისი სიმაღლე 50 სმ-ს აღწევს. ყველაზე გავრცელებული ფერებია: ყვითელი, მოწითალო და წითელი. ზამთარში შესაძლებელია შევურჩიოთ სახლის ის კუთხე, სადაც ტემპერატურა +10-12 გრადუსი იქნება. როგორც კი შეამჩნევთ, რომ ყვავილმა დაიწყო ისრის მსგავსი ღეროს გამოღება, უნდა მოათავსოთ უფრო თბილ გარემოში, რადგან ასეთი სახით მიგვითითებს, რომ დაასრულა გამოზამთრება და მზადაა ყვავილობისთვის.

როგორ უნდა მოუაროთ ციკლამენს


ციკლამენი მრავალწლიანი მცენარეა. ყვავილობას იწყებს შემოდგომიდან და გრძელდება ადრეულ გაზაფხულამდე. მისი ყვავილები უნაზესია და წააგავს პეპლებს. ციკლამენი ძალიან მგრძნობიარეა, როგორც ჭარბი მორწყვის მიმართ, ასევე ვერ იტანს ნიადაგის გამოშრობას. თუ მაინც მოხდა ნიადაგის გამოშრობა, უნდა ჩავდგათ წყლიან ჭურჭელში. ის შხამიანია და მისი წვენის ხელზე მოხვედრის შემთხვევაში აღიზიანებს კანს. გადარგვის დროს აუცილებელია ვიხმაროთ ხელთათმანი. ის მთელი ზამთარი ყვავილობს.

გიორგი გაბუნია
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93