მშვენიერი ბაღი ზუგდიდიდან, რომელსაც რძალ-დედამთილი რუდუნებით უვლის და ალამაზებს - Marao

მშვენიერი ბაღი ზუგდიდიდან, რომელსაც რძალ-დედამთილი რუდუნებით უვლის და ალამაზებს

2020-05-05 16:57:14+04:00


სამეგრელო ოდითგან გამოირჩეოდა ლამაზი ბაღებით და ახლაც ბევრ მშვენიერ ბაღს შეხვდებით ამ კუთხეში. ეს ბაღი ზუგდიდის რაიონში მდებარეობს, ახალკახეთში. ის ქალბატონმა ციური მამფორიამ შექმნა წლების წინ, თავისი დიზაინით და ახლა რძალთან - დონა გამისონიასთან ერთად ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ალამაზებს. ბაღი ყვავილების მოყვარულთა ჯგუფ "ყვავილნარში" ვიპოვეთ, ქალბატონ ციურის ქალიშვილის, ნუცა მამფორიას მეშვეობით. სწორედ ის უღებს ბაღს ლამაზ ფოტოებს და მერე სხვებსაც აცნობს. თქვენც წარმოგიდგენთ.

როგორც ნუცა გვიამბობს, წლებია უვლიან ბაღს და ცდილობენ, უკეთესი გახდეს. ბაღში ყვავის ვარდები, ნაძვები, ტუიები, ეონიმუსები, არღავანი, ვერბა, გარდენია,

ტეკომა, პალმები და სხვა მცენარეები. ბევრია ერთწლიანი მცენარე, რომლებიც ახლა იწყებს აყვავებას. "ბაღს დედამ ჩაუყარა საფუძველი. ხშირად არ არის საქართველოში, მაგრამ რომ ჩამოდის, იმდენს აკეთებს ერთ თვეში, მთელი წელი გვყოფნის. მერე კი რძალი უვლის ყოველდღიურად", - გვიამბობს ნუცა.

დაათვალიერეთ ფოტოები