დაათვალიერეთ 7 შვილის დედის მიერ გაშენებული ულამაზესი ბაღი და ყვავილები (ფოტო)

დაათვალიერეთ 7 შვილის დედის მიერ გაშენებული ულამაზესი ბაღი და ყვავილები (ფოტო)
მარეხ ბენდელიანი ლენტეხში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ჰყავს 7 შვილი. გარდა იმისა, რომ მრავალშვილიანი დედაა, ასევე ასწრებს მუშაობას - "სახალხო აფთიაქის" მენეჯერია ლენტეხის ფილიალში და კიდევ უფრო გაგაოცებთ ის, რომ მებაღეობაც გამოსდის და ეხერხება და მშვენიერი ბაღი მოაწყო ეზოში.

- ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, მაგრამ არანაკლებად მიყვარს მებაღეობა. ეზოში მოწყობილი მაქვს პატარა ბაღი. 5 წელზე მეტია ამ ბაღს ვუვლით მე და ჩემი მული, რომელსაც ასევე ძალიან უყვარს ყვავილები, თუმცა დარგვა, მოვლა ძირითადად ჩემი საქმეა. ზოგადად, ძალიან
მაინტერესებს დეკორატიული მებაღეობა, დიზაინი და მცენარეები.
ვცდილობ, დავხვეწო ჩემი პატარა ბაღი და ახალი მცენარეებით გავამდიდრო.
ჩემს ბაღში იზრდება ზამბახები, სხვადასხვა ფერის შროშანები, ჰოლანდიური ტიტები, დრაცენა, ფიკუსის პალმა, ჯუჯა ბროწეული, პრიმულა, სამფერა ია, იორდასალამი, ჰორტენზია, ქრიზანთემა, ვარდები და ა.შ.

- როგორ პოულობთ დროს ბაღისთვის, შვილების აღზრდის და მუშაობის პარალელურად?

- ბაღის მოწყობა ძალიან შრომატევადია და ბევრ ენერგიას, დროსა და სიყვარულს მოითხოვს. ჩემთვის ეს განტვირთვაა, ვმშვიდდები ბაღის მოვლისას და მავიწყდება, დრო როგორ გადის. ველაპარაკები და ვეფერები მცენარეებს. ჩემი შვილები დამცინიან კიდევაც: ნახე, შვილებს ელაპარაკებაო. ბაღს ვუვლი ძირითადად სამსახურის შემდეგ, როგორც კი დროს ვიხელთებ, ყოველთვის.

იხილეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93