იცით, როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე საშიში და ტოქსიკური მცენარე, რომლისგანაც თავი შორს უნდა დაიჭიროთ? - Marao

იცით, როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე საშიში და ტოქსიკური მცენარე, რომლისგანაც თავი შორს უნდა დაიჭიროთ?

2022-01-20 17:00:36+04:00

ოლეანდრე განსაკუთრებით ამტანია სხვადასხვა პირობისადმი. მას შეუძლია იხაროს გვალვაში, არასათანადო ნიადაგში, დაბინძურებულ გარემოში... იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ვიზუალურად თქვენთვის მოსაწონია, უნდა იცოდეთ, რომ ის შხამიანი მცენარეა. მისი ფოთლების, ყლორტის ან ყვავილების ძალიან მცირე ნაწილის ორგანიზმში მოხვედრაც კი შეიძლება ფატალურად დამთავრდეს. ფოთლებთან და ყვავილებთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ძლიერი გაღიზიანება და ალერგიული რეაქციები.

გაზაფხულზე, როცა მცენარეები ყვავის, ბევრ ადამიანს უყვარს მათი დაკრეფა და სახლში წაღება, იმაზე კი არ ფიქრობს, რომ ზოგიერთ მათგანს სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია. მცენარეების ნაწილს აქვს ფარული ტოქსინები, რომელთა საცხოვრებელ გარემოში მოხვედრა რეკომენდებული არ არის. არსებობებს 700-ზე მეტი სახეობის მცენარე, რომლებსაც შეუძლიათ, მნიშვნელოვნად დააზიანონ ადამიანის ჯანმრთელობა. ზოგიერთი მსუბუქი ჰალუცინოგენია, მაგალითად, ობობის მცენარე, ზოგიერთი კი გაცილებით ძლიერად ზემოქმედებს, მაგალითად, ნარცისის ბოლქვები. სწორედ ამიტომ, სანამ მცენარეს იყიდით ან ბუნებაში დაკრეფთ, კარგი იქნება, თუ მასზე ინფორმაციას მოიძიებთ და დარწმუნდებით, რომ თქვენთვის, თქვენი ოჯახი წევრებისა თუ ცხოველებისთვის უსაფრთხოა.