,,ამ მცენარეებს შეუძლიათ გაიხარონ ყველგან, სადაც მათზე იზრუნებენ’’ - რა დადებითი გავლენა შეიძლება ჰქონდეთ კაქტუსებს თქვენს ცხოვრებაზე - Marao

,,ამ მცენარეებს შეუძლიათ გაიხარონ ყველგან, სადაც მათზე იზრუნებენ’’ - რა დადებითი გავლენა შეიძლება ჰქონდეთ კაქტუსებს თქვენს ცხოვრებაზე

2022-03-01 17:29:06+04:00


კაქტუსის მცენარე შესანიშნავად ერგება თქვენს სახლს, რადგან მას აქვს დახვეწილი სილამაზე, არის მარტივად მოსავლელი და ლამაზი, განსაკუთრებით, ყვავილობის პერიოდში. ერთადერთი, რაც უნდა უზრუნველყოთ, სახლში მათი სწორ ადგილას განთავსებაა.

რატომ ზრდიან ადამიანები კაქტუსებს საკუთარ სახლებში და არა, მაგალითად, ეზოში? იმიტომ, რომ ეს მცენარეები არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ჯანსაღებიც არიან. კაქტუსები დაგეხმარებიან კომფორტულად მოაწყოთ სახლი. სანამ თქვენ გეცოდინებათ, როგორ იზრუნოთ მცენარეებზე, ისინიც იზრუნებენ თქვენზე.

კითხვაზე, კარგია თუ არა სახლში კაქტუსის ქონა, პასუხი არის - დიახ. კაქტუსები ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ფუნქციების ფართო სპექტრს გვთავაზობენ. მათ შეუძლიათ გაგიუმჯობესონ სუნთქვა და გაგრძნობინონ თავი ბედნიერად. მათ ასევე აქვთ უნიკალური თერაპიული თვისებები.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კაქტუსები თქვენს სახლს უამრავ პოზიტიურ განწყობას და ენერგიას შესძენენ. ამ მცენარეებს შეუძლიათ გაიხარონ ყველგან, სადაც მათზე იზრუნებენ.

კაქტუსები ამცირებენ სტრესს. უამრავი კვლევა ჩატარდა, რათა გაერკვიათ მცენარეების გავლენა ადამიანების სტრესის დონეზე. 2010 წელს ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ კაქტუსებს შეუძლიათ შეამცირონ დაძაბულობა, შფოთვა, დეპრესია, დაღლილობა და სიბრაზის ან მტრობის გრძნობა.

სახლში ერთი ან ორი კაქტუსის ქონითაც კი თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. წარმოიდგინეთ, იღვიძებთ და გამოდიხართ სახლიდან, თავს კარგად გრძნობთ და მზად ხართ მთელი დღის სტრესთან საბრძოლველად.

კაქტუსის მცენარეზე ზრუნვა თავს ბედნიერად გაგრძნობინებთ. უმეტესობა თანხმდება იმ აზრზე, რომ არაფერია უკეთესი, ვიდრე რაიმეზე ზრუნვა და მისი ზრდის დანახვა. სინამდვილეში, მცენარეებზე ზრუნვა მოგცემთ ისეთივე დადებით ენერგიას, როგორსაც შინაური ცხოველების მოვლა.

ამას გარდა, არაა აუცილებელი იყოთ მცენარეების ექსპერტი, რათა თქვენი კაქტუსის საუკეთესოდ მოვლა შეძლოთ. თქვენ თავს უკეთ გრძნობთ, როდესაც ხედავთ, როგორ ხარობენ თქვენი მცინარეები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ცოტა დრო დაგჭირდეთ მათ ინტერესებში გასარკვევად. როგორც კი გაარკვევთ თქვენი მცენარის სინათლის მოთხოვნილებებს, ქოთნის შესაბამის ზომასა და ნიადაგს, წყლისა და სასუქის საჭიროებებს, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი კაქტუსი არასდროს გახმება.

კაქტუსი აუმჯობესებს ჰაერის ხარისხსაც. ადამიანები მცენარეების გარეშე ვერ გადარჩებიან. ისეთი მწვანე მცენარე, როგორიც კაქტუსია, შთანთქავს ნახშირორჟანგს ჰაერიდან და გამოჰყოფს ჟანგბადს, ეს კი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი ძირითადი გზაა.

გაითვალისწინეთ, რომ ყველა ადამიანს სჭირდება ჟანგბადი გადარჩენისთვის და ორგანიზმიდან მავნე ტოქსინების გამოსადევნად.

კონტროლირებადმა ტესტებმა რეალურად აჩვენა, რომ კაქტუსის მცენარის არსებობას თქვენს ოფისში (მათ შორის, სახლის ოფისში), შეუძლია გაზარდოს პროდუქტიულობა 12%-ით. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ხელს უწყობენ ჰაერში ნახშირორჟანგის რაოდენობის შემცირებას.

ჰაერში ნახშირორჟანგის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება დაღლილი, მოუსვენარი, შეშფოთებული გაგხადოთ და ასევე გამოიწვიოს თავის ტკივილი, რაც ნაკლებპროდუქტიულს გაგხდით. კაქტუსს შეუძლია გაასუფთავოს თქვენი გონება და დაგეხმაროთ ფოკუსირებაში. რაც უფრო პროდუქტიული ხართ, მით უკეთესად გრძნობთ საკუთარ თავს და თქვენს სამუშაოს.

თქვენს სახლში კაქტუსის მოვლამ შესაძლოა გააძლიეროს თქვენი მეხსიერება. მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა ფსიქოლოგიურმა კვლევამ აჩვენა უპირატესობების ფართო სპექტრი, რომელსაც ადამიანი იღებს ბუნებასთან ურთიერთობისას. ურთიერთქმედება შეიძლება გულისხმობდეს პარკში გასეირნებას, მცენარეების ფოტოების დათვალიერებას ან თქვენს სახლში მცენარეების ზრდას. კვლევამ აჩვენა, რომ ბუნებასთან ურთიერთობას შეუძლია მეხსიერების 20%-მდე გაძლიერება.

უმჯობესია, კაქტუსები მოათავსოთ თქვენს სასწავლო ოთახში, ბიბლიოთეკაში, ოფისში ან ნებისმიერ სხვა ოთახში, სადაც თქვენ და თქვენი შვილები ჩვეულებრივ ასრულებთ თქვენს სამუშაოს.

ელენე ასათიანი