მაისი საუკეთესო პერიოდია ყვავილების დასარგავ-გადასარგავად. საუკეთესო შედეგის მისაღწევად კი მთვარის ფაზები გაითვალისწინეთ.
მაისში, მზარდი მთვარის პერიოდში - პირველიდან 14 მაისისა და 28 მაისიდან 31 მაისის შუალედში, კარგია ყვავილების დარგვა, ჩითილების ღია გრუნტში გადატანა. კარგი პერიოდია მწვანილის, პომიდვრისა და მდელოსთვის ბალახის დასარგავად.
მზარდი მთვარის პირველ პერიოდში მიწა შეიძლება კარგად არ იყოს გამთბარი. ამიტომ ნათესებს, დაცვის მიზნით, შეგიძლიათ პოლიეთილენი ან სპეციალური ქაღალდი გადააფაროთ.
პირველიდან 14 მაისამდე მოიცალეთ ოთახის ყვავილებისთვისაც. თუ მათ ახალ ქოთნებში გადარგვას აპირებთ, ამისთვის საუკეთესო პერიოდია 8-10 მაისის შუალედი.
გახსოვდეთ, რომ ახალგადარგული მცენარეები კარგად უნდა მოირწყას, მაგრამ მზის სხივებს უნდა მოარიდოთ. თუ ყვავილებისთვის დამატებითი "საკვების" მიცემა გაქვთ განზრახული, ისინი გადარგვიდან 2 თვის შემდეგ უნდა მისცეთ.
მთვარის კლების პერიოდში - 14-28 მაისს კარგია მცენარეების გასუფთავება სარეველა ბალახებისგან და ქინქლებთან საბრძოლველად. ოთახის ყვავილებს მოაცილეთ დაზიანებული ფოთლები და ტოტები. თუ მცენარეს მწერები დაეხვა, ფოთლები საპნიანი წყლით ან თამბაქოს, ხახვის, ნივრის ნაყენით დაბანეთ.
მთვარის კლების პერიოდში დაკრიფეთ სამკურნალო ბალახები.
თესლების ჩარგვისთვის კარგი პერიოდია: 4, 9, 10, 13, 16, 17, 22, 23, 26 და 30 მაისი.
ცუდი პერიოდია: 7, 11, 14, 18, 20, 21, 24 და 27 მაისი.
ოთახის ყვავილების გადასარგავად კარგი პერიოდია: 3, 4, 8, 9, 10, 17, 22, 23 და 30 მაისი
ცუდი პერიოდია: 5, 7, 14, 15, 18, 24 და 28 მაისი.