გასამრავლებლად შეარჩიეთ ისეთი ფოთოლი, რომელიც არ იქნება დაზიანებული და არ ექნება შავი წერტილები. ღერო ფოთლამდე 2-2,5 სმ უნდა იყოს.
ფოთლის დაფესვიანების ორი ხერხი არსებობს.
პირველი მეთოდი
პლასტიკატის ჭიქაში ჩაყარეთ მიწა, რომელიც მინერალებით იქნება გაჯერებული. ფრთხილად ჩადეთ მასში ფოთოლი, დაასხით წყალი და ცელოფანი დააფარეთ, მაგრამ ისე, რომ ფოთოლმა ისუნთქოს.
მეორე მეთოდი
წყლიან ჭიქაში ჩადეთ ფოთოლი და დაელოდეთ ფესვის გამოღებას. ფოთოლი უნდა მოათავსოთ ნათელ ადგილას, მაგრამ მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. როცა ფესვი 1-1,5 სმ-ს მიაღწევს, გადაიტანეთ ფოთოლი კერამიკულ ქოთანში.
სასურველია, ქოთანში გადასმის შემდეგ მცენარეს მოაშოროთ ზედმეტი წანაზარდები და შეუმოკლოთ ძალიან გრძელი ფესვები.
სანამ ყვავილს ქოთანში გადარგავთ, არ დაგავიწყდეთ დრენაჟი. ქოთნის ძირში კენჭები, კაკლის ან თხილის ნაჭუჭები ჩაყარეთ.