სპატიფილუმს "ქალურ ბედნიერებას" ტყუილად არ ეძახიან, მას შეუძლია ოჯახში ჰარმონიისა და ბედნიერების შემოტანა; გასათხოვარ გოგონას თუ აჩუქებთ, მალე მის გაბედნიერებას გაიგებთ, თუ უშვილოს - დედა გახდება.
სპატიფილუმი ლათინური სახელია. "სპატა" გადასაფარებელს, "ფილუმი" - ფოთოლს ნიშნავს.
ამ ყვავილმა სურვილები რომ აგისრულოთ, აუცილებელია, იგი საჩუქრად მიიღოთ. ამიტომ, თუ იცით, რომ ვიღაცას ქალური ბედნიერება აკლია, თამამად აჩუქეთ სპატიფილუმი. ხოლო, მათ, ვისაც უკვე აქვს ეს ყვავილი, შევახსენებთ მისი სწორად მოვლის წესებს. როგორც ცნობილია, მოვლილი ყვავილი ოჯახში პოზიტიურ ენერგიას ასხივებს.
ოთახში, სადაც სპატიფილუმი იდგება, ტემპერატურა 18 გრადუსზე ნაკლები და 25-ზე მეტი არ უნდა იყოს. მოარიდეთ ყვავილი ორპირ ქარსა და მზის პირდაპირ სხივებს. ხშირად დაუნამეთ ფოთლები (ზაფხულში უფრო ხშირად, დაახლოებით 4-5-ჯერ დღეში) ან სველი ღრუბლით გაუწმინდეთ, ან ქოთანი წყლიან სინზე დადგით. ყვავილი 3-4 დღეში ერთხელ უნდა მორწყათ, თუმცა, იმგვარი გათვლით, რომ ქოთანში მიწა მუდამ სველი იყოს. ნაკლები წყალი ყვავილს გამოაშრობს და საბოლოოდ მოკლავს.
გასამრავლებლად ყვავილის ბუჩქი უნდა დაანაწევროთ. გადადგით ფართო, მაგრამ დაბალ ქოთანში. გადასარგავად საუკეთესო პერიოდია გაზაფხული. კარგი იქნება, თუ მიწას ყვავილების სპეციალური დანამატით გაუმდიდრებთ.