მცენარეები, რომლებიც საძინებელში უნდა დადგათ, თქვენი მშვიდი ძილისთვის - Marao

მცენარეები, რომლებიც საძინებელში უნდა დადგათ, თქვენი მშვიდი ძილისთვის

2020-08-10 12:04:22+04:00

თუ ცუდად გძინავთ, ან საერთოდ ვერ იძინებთ და უკვე აღარც აბები გშველით, საძინებელში მცენარეები უნდა დადგათ. ეს 8 მცენარე ჰაერსაც გაასუფთავებს და ღამე მშვიდი ძილის საშუალებასაც მოგცემენ.

ჟასმინი

იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჟასმინი საუკეთესო საძილე საშუალებაა. არომატული მცენარე აუმჯობესებს ძილს, გამოღვიძებისას კი თავს მხნედ გრძნობთ. გარდა ამისა, ჟასმინი ადვილი მოსავლელია, გაგახარებთ ლამაზი ყვავილებით და სუნიც არაჩვეულებრივი აქვს.

ლავანდა

თუ შიში და უძილობა გაწუხებთ, ლავანდა მოიმარაგეთ. მისი არომატი ძილსაც გაგიუმჯობესებთ და დაგამშვიდებთ კიდევაც.

გარდენია

საუკეთესო ძილის წამალზე უკეთესად აძინებს ადამიანს. გერმანელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტი თეთრ თაგვებზე ჩაატარეს. თაგვები, რომლებიც გარდენიას არომატულ კონტეინერებში ჰყავდათ. ისინი სხვებთან შედარებით მშვიდად იყვნენ.

სანსევიერია

ზოგჯერ მას "დედამთილის ენასაც" ეძახიან. იგი ოთახს ჟანგბადით ავსებს. საუკეთესო მცენარეა საძინებელში დასადგამად. "ნასას" კვლევით, სანსევიერია ჰაერის გამწმენდი საუკეთესო მცენარეა.

ალოე

კიდევ ერთი ნატურალური წამალი, რომელიც მოგიხსნით ანთებას, შეგიხორცებთ იარებს. ჰაერს ასუფთავებს შხამ-ქიმიკატებისგან. ამიტომ სასურველია, იგი საძინებელში მოათავსოთ. და კიდევ, თუ ჰაერი ქიმიური ნივთიერებებითაა მოწამლული, ალოეს ფოთლები ყავისფერი ლაქებით იფარება, რაც საშიში სიტუაციაზე მიგახვედრებთ.

ინგლისური სურო

"ნასამ" ინგლისურ სუროს საუკეთესო მცენარეების სიაში პირველი ადგილი მიაკუთვნა. იგი კარგად იტანს როგორც მაღალ ტემპერატურას ასევე საშუალო განათებას. საუკეთესო მცენარეა საძინებლისთვის.

წითელი დრაცენა

საკმაოდ ლამაზი და აუცილებელი მცენარეა _ ასუფთავებს ჰაერს შხამ-ქიმიკატებისგან. თუმცა, მისი ყიდვისას უნდა გახსოვდეთ, რომ წითელი დრაცენა სიმაღლეში ხუთ მეტრამდე იზრდება და მზის სხივებს საჭიროებს.

ოქროსფერი ეპიპრემნუმი

"ნასას" მიერ შედგენილ საუკეთესო მცენარეების ათეულში ეპიპრემნუმიც მოხვდა. იგი ასუფთავებს ჰაერს და ღრმა ძილისთვისაც განგაწყობთ. თანაც, ეს მცენარე არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.