მიჩვეულები ვართ, რომ ის ნივთები, რომლებიც ბინაში არ გვეტევა ან აღარ გვჭირდება, აგარაკზე მიგვაქვს.
იქ კი შეიძლება არც არაფერში დაგვჭირდეს და არც არასდროს გამოვიყენოთ ისინი. ეს სტატია სწორედ ასეთ გამოუსადეგარ 20 ნივთზეა, რომლებსაც მარტივად ლამაზ ქოთნებად გადავაკეთებთ.
1. თუ აგარაკზე დიდი ქვის ქოთნები აღმოგაჩნდათ, ნუ დატოვებთ მათ უყურადღებოდ, ჩარგეთ მათში ტიტის ბოლქვები და თქვენი ეზო სამეფო ბაღს დაემსგავსება.
2. დიდი ხანია გაზეთები და წერილები აღარ მიგიღიათ, ჭიშკარზე მიმაგრებული საფოსტო ყუთი კი გადასაგდებად გენანებათ? ჩარგეთ მასში ყვავილები.
3. ყვავილებით მორთული ძველი საწოლი, სარკე და უჯრებიანი კარადა თქვენს ეზოს ჯადოსნურ ზღაპრად გადააქცევს.
4. ძველებური ხის ყუთები საუკეთესო ქოთანია ყვავილებისთვის. ზამთარში მათ ოთახში დადგამთ, ზაფხულში კი ეზოში გაიტანთ.
5. თუ ყუთში ჩალაგებული ყვავილები უინტერესოდ გეჩვენებათ, კედელზე ჩამოჰკიდეთ, ვერტიკალური გამწვანება წელს განსაკუთრებით მოდაშია.
6. პატარა ყუთებისა და ძველი უჯრებისგან კი მთელი კომპოზიციის შექმნა შეგიძლიათ.
7. გადასაგდებად გამზადებული ძველი სკამი შეიძლება აყვავილებულ თაიგულად იქცეს.
8. ძველი გალია დასაკიდი ყვავილებისთვის საუკეთესო ქოთანი იქნება.
9. ყვავილების დარგვა ძველ, ძირმოჭრილ ბოთლებშიც შეიძლება.
10. ძველ ნაჭრის ჩანთებში, სახლთან ახლოს, არომატული ბალახი ან მწვანილი მოიყვანეთ და მათი დამატება ჩაიში ან კერძებში გაგიადვილდებათ.
11. თუ ეზოში მორი გიგდიათ, გადააქციეთ სხვადასხვა ფერის ყვავილების ქოთნად.
12. ძველი, დიდი ზომის ფეხსაცმელი საუკეთესო ქოთანია ხვიარა ყვავილებისთვის.
13. ან თუ გადაჭრილი ხეები გაქვთ ეზოში, ან ამოღრუტნეთ და ისე ჩარგეთ მათში ყვავილები, ან დიდი ქოთანი შუაში ჩადგით და გარშემო პატარ-პატარები ჩამოუკიდეთ.
14. ძველი, გამოუსადეგარი მილებიც კი გალამაზდება, როცა მათში ყვავილებს ჩარგავთ.
15. ყვავილები, ძველი ბიდონი და ფანტაზია ასეთ ორგინალურ კომპოზიციას შეგაქმნევინებთ.
16. ნუ გადააგდებთ ძველ აბაზანას. მასში შეგიძლიათ მარალი და დაკიდული ყვავილები ჩარგოთ.
17. ეზოში ადგილი დამტვრეული ურიკისთვისაც გამოჩნდება, რომელსაც ჭრელაჭრულა ყვავილებით გააფორმებთ.
18. თუ ძველ ველოსიპედს ვარდისფრად შეღებავთ, ზედ ყვავილებიან ყუთს დაადგამთ, მეზობლების აღფრთოვანებული მზერა გარანტირებული გექნებათ.
19. ლამაზი კომპოზიციის შექმნა ძველი ინსტრუმენტებისგანაც შეიძლება.
20. გიგანტური ქოთნის მაგივრობას გაგიწევთ ძველი ნავი, რომელსაც ფირუზისფრად შეღებავთ და მასში სხვადასხვა ფერის ყვავილებს ჩარგავთ.