ტესტი

ყველაფერი, რაც შუბლზე გაწერიათ. 6 საიდუმლო, რომელსაც თქვენი გარეგნობა გასცემს!

ყველაფერი, რაც შუბლზე გაწერიათ. 6 საიდუმლო, რომელსაც თქვენი გარეგნობა გასცემს!
ადამიანზე გარეგნობის მიხედვით მსჯელობა, როგორც წესი, მიუღებელი და არასწორია. თუმცა, მეცნიერები უკვე დიდი ხანია, საწინააღმდეგოს ამტკიცებენ.
მათი აზრით, ჩვენს გარეგნობას ბევრი რამის თქმა შეუძლია ჩვენსავე ხასიათზე და არა მარტო მასზე... გამოცემა Business inside რედაქცია Anews-ისთან ერთად გვთავაზობს მეცნიერთა რამდენიმე საინტერესო კვლევას ამ თემის ირგვლივ.

წარბი, პირი და ინტელექტის დონე

ჩეხმა მეცნიერებმა გამოჰყვეს ადამიანის სახის რამდენიმე ნაკვთი, რომლის მიხედვითაც მამაკაცების ინტელექტის დონის გარკვევაა შესაძლებელი. განსაკუთრებულად ჭკვიანი კაცებისთვის დამახასიათებელია განზე განთავსებული თვალები, დიდი ცხვირი, ოდნავ აპრეხილი ტუჩის კუთხეები
და ოთხკუთხედი ნიკაპი. ამასთან, ნაკლები ინტელექტის მქონე მამაკაცებს აქვთ მასიური ყბა, ერთმანეთთან ახლოს განთავსებული თვალები, მინიატურული ცხვირი და მრგვალი სახე.

ინტელექტის შეფასების უნარი მეცნიერებმა 40 მოხალისეზე დატესტეს. მათ სხვადასხვა სახის ფორმის მქონე მამაკაცების ფოტოები აჩვენეს და სთხოვეს ეპასუხათ, ფოტოზე მოცემული მამაკაცი ჭკვიანი იყო თუ არა. მოხალისეთა უმეტესობამ პირმრგვალი, მასიურყბიანი და ახლოს განთავსებული თვალების მქონე მამაკაცები უჭკუოდ დაასახელა.

საინტერესოა ის, რომ ქალების ფოტოებზე ამ ტრიუკმა არ გაამართლა. თუმცა სქემა იგივე იყო.

ქალების ფოტოებზე დაკვირვების შემდეგ მოხალისეებმა ვერანაირი დასკვნა ვერ გააკეთეს.

სიმეტრია და ბედნიერი ბავშვობა

ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და გაარკვიეს, რომ სახის ზოგიერთ ნაკვთს შეუძლია ადამიანის წარსულზე მოგვითხროს. კონკრეტულად კი იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა ამა თუ იმ ადამიანს ბედნიერი ბავშვობა.

პროფესორ იან დიარის აზრით, სახის ნაკვთების სიმეტრიულობაზე, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სტრესმა, არახელსაყრელმა ეკოლოგიამ და ცუდმა კვებამაც კი.

კვლევაში 80 წელს მიღწეულმა 292-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
პირველ ეტაპზე მეცნიერებმა ჩაატარეს ტესტი, რომლის ფარგლებშიც გაარკვიეს, რა პირობებში გაიარა ექსპერიმენტის მონაწილეების ბავშვობამ, სად ცხოვრობდნენ ისინი, ჰქონდათ თუ არა საკუთარი ოთახი და როგორ ეპყრობოდნენ მათ მშობლები.

მეორე ეტაპზე სახის ნაკვთების ანალიზი ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეთა უმეტესობას, რომელთაც სიმეტრიული სახის ნაკვთები ჰქონდათ, ბედნიერი ბავშვობა ჰქონიათ, ხოლო ასიმეტრიული ნაკვთების მქონე ადამიანებს სხვადასხვა ყოფით პრობლემებში მოუწიათ აღზრდა.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
მაკა
ეს სისულელე კი არა პსიქოლოგიაა
00:21 / 06-10-2015
გამოხმაურება / 0 /
მარინა
აქ მარტო ევროპეიდული რასაა წარმოდგენილი და სხვები შემთხვევაში რა ხდება?სისულელე
00:19 / 27-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93