აირჩიეთ ის სახლი, რომელშიც იცხოვრებდით და გადახედეთ შედეგებს თქვენ მიერ არჩეული სახლი თქვენს ხასიათს გაშიფრავს.
1. გულგახსნილი, უბრალო და პირდაპირი ადამიანი ხართ. თქვენს ცხოვრებაში ყველას უშვებთ. განსაკუთრებით სიბრალულისა და სიკეთის გამო. უამრავი ენერგია გაქვთ, ხართ მშრომელი და ღრუბლებში ფრენა არ გახასიათებთ. გაჭირვებულებსა და უპატრონო ცხოველებს პიარის კი არა, კეთილი გულის გამო ეხმარებით.
2. გარშემო მყოფებისთვის მხიარული და ალალი ადამიანი ხართ, ნებისმიერს შეგიძლიათ გაუხსნათ გულისა და სულის კარი, მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ, რომ თქვენი სიხარული ყველას არ უხარია, ტკივილი კი შეიძლება გაუხარდეთ. ბოლო დროს შეიძლება დეპრესიული განწყობა შემოგეჩვიათ. ეს იმიტომ, რომ ოცნებებით დაიღალეთ. შეიყვარეთ ცხოველები და ეცადეთ, ყველას მეგობარი არ იყოთ.
3. საკმაოდ გულდახურული ადამიანი ხართ. საკუთარ ტკივილსა და პრობლემებს მხოლოდ ძალიან ახლობლებს უმხელთ. სახლში აფასებთ სიმყუდროვეს, კომფორტს. ხშირად კარგ განწყობაზე ხართ და ოცნებაც გიყვართ. აგრეთვე - ბუნება, ცხოველები. გირჩევნიათ, არ მიიქციოთ ადამიანების ყურადღება.
4. ხალისიანი და გულწრფელი ადამიანი ხართ. საკუთარ სიხარულსა და ტკივილზე დაუფარავად ლაპარაკობთ. კარგი დიასახლისის და სტუმართმოყვარე მასპინძელი ბრძანდებით. ხშირად კარგ განწყობაზე ხართ და ცდილობთ, ყველაფერში სილამაზე დაინახოთ.
5. გულდახურული, ჩაკეტილი ადამიანი ხართ და საკუთარ ამბებს თითქმის არავის უყვებით. არ გიყვართ ხმაური და შინ იშვიათად პატიჟებთ ადამიანებს. ხშირად ბრძანდებით მოწყენილი, ნაღვლიანი. გაისეირნეთ ბუნებაში, სკვერში. შინ კი ქოთნის ყვავილები მოაშენეთ.
6. უცნაური ადამიანი ხართ. გსურთ, ბევრი მეგობარი, ახლობელი გყავდეთ, მაგრამ თავად საკუთარ საიდუმლოებებს არავის უმხელთ. გულუხვი მასპინძელი ხართ, თითქოს თქვენს სახლში სიმყუდროვეცაა, მაგრამ მაინც სიცივე, დაძაბულობა იგრძნობა თქვენი მხრიდან. მეგობრებიც იმისთვის გჭირდებათ, რომ გამოიყენოთ.
7. ხალისიანი და ლაქლაქა ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ, მაგრამ გულში რას ინახავთ და მალავთ არავინ იცის. არაფერზე ოცნებობთ, ცდილობთ დამალოთ ცუდი განწყობა, მაგრამ სილამაზის აღქმის საოცარი ნიჭი გაქვთ.
8. გულგახსნილი და ალალი ადამიანი ხართ, გიყვართ ხალხი, მაგრამ მხოლოდ ახლობლებთან ხართ ნამდვილი, მხოლოდ მათ უზიარებთ დარდებს. ხშირად კარგ განწყობაზე ხართ და ცხოვრებასაც მარტივად უყურებთ. გიყვართ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა; ბუნება. თქვენს სახლში მუდამ სიმყუდროვეა.
9. ჩაკეტილი ადამიანი ხართ და ახლოს არავის უშვებთ. არავის უმხელთ საკუთარ პრობლემებს. დარდს გულში იკლავთ. სახლში სიმყუდროვეს აფასებთ, მაგრამ სტუმრების მიღება არ გიყვართ. არ გსიამოვნებთ გარშემო მყოფების ყურადღების მიქცევა. ეცადეთ, დადებითზე იოცნებოთ.