ტესტი

ტესტი-ასოციაცია: რა თავგადასავლებს გიმზადებთ ცხოვრება?

ტესტი-ასოციაცია: რა თავგადასავლებს გიმზადებთ ცხოვრება?
წარმოიდგინეთ თავი ისტუაციაში, რომელსაც გთავაზობთ, მერე კი გაეცანით ტესტის პასუხებს. შედეგების უკეთესი ინტერპრეტაციისთვის, პასუხები ფურცელზე ჩამოწერეთ.

1. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ქალაქგარეთ. სადღაც მიდიხართ. მაქსიმალურად დაწვრილებით აღწერეთ გზა, რომელსაც ადგახართ.

2. გზაზე გხვდებათ მგელი. როგორ გამოიყურება იგი? ახლოს თუ მიუახლოვდებით, დაინახავთ, რომ იგი ხაფანგშია. რას მოიმოქმედებთ?

3. გზას წყალთან მიჰყავხართ? რა არის იქ: ტბა, მდინარე, ჭაობი თუ ზღვა? რა ფერისაა წყალი, არის თუ არა წყალზე ტალღები? რას აკეთებთ წყალთან: სვამთ? ცურავთ, ნაპირზე ზიხართ?

4. გზას აგრძელებთ
და ხედავთ სახლს. შედიხართ. გრძნობთ ვიღაცის სიახლოვეს. რა არის ცხოველი, თუ ადამიანი? როგორ გამოიყურება?

5. სახლიდან გამოდიხართ და ეზოში ხედავთ ცხენს. აღწერეთ იგი. რა ფერისაა, როგორი ხასიათის, ჯიშის. სხვათა შორის ეზოში შეიძლება რამდენიმე ცხენი იყოს? რას მოიმოქმედებთ?

პასუხები

გზა - ეს არის თქვენი ცხოვრება. როგორც მას აღიქვამთ ასეთივეა თქვენი ცხოვრებაც. ვიღაცისთვის ეს საცალფეხო ბილიკია, ვიღაცისთვის მაგისტრალი, ვიღაცისთვის კი მდიდრული ფილაქანი.

ხაფანგში გაბმული მგელი - ეს თქვენი მეგობარია. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, როგორ მოექცევით მას.

წყალი
- ეს სიყვარულია. იგი შეიძლება სუფთა და კამკამა იყოს, ან ბობოქარი და ჭუჭყიანი. თქვენზეა დამოკიდებული როგორ მოიქცევით - წყურვილს დაიკმაყოფილებთ თუ თავით გადაეშვებით.
ცხოველი სახლში - ეს თავად თქვენ ხართ. თქვენი სულის დაფარული ნაწილი.

ცხენი
- თქვენი მეორე ნახევრის სიმბოლოა. ისეთია, როგორსაც ხედავთ. ჯიშიანი, ლამაზი, მშვიდი თუ პირიქით, დაუმორჩილებელი. ერთია თუ რამდენიმე - ესეც თქვენზეა დამოკიდებული.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93