აირჩიეთ სახლის ის კარი, რომელში ყოველი შესვლა სიამოვნებას მოგანიჭებდათ და წაიკითხეთ რა გელის მომავალში.
1. მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ხართ. არ ეძებთ თავგადასავლებსა და მძაფრ ემოციებს. თქვენ მშვიდი, ჰარმონიული სახლი გაქვთ, მინიმალური ექსტრავაგანტულობით. თქვენ მარტო უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს, ვიდრე ხალხთან. თუ წვეულების მოწყობას გადაწყვეტთ, მხოლოდ ახლობლებს დაპატიჟებთ. ხმაურიანი შეხვედრები თქვენთვის არაა. გირჩევთ ცოტათი გაიხალისოთ ცხოვრება. ნუ დაგავიწყდებათ, რომ დამდგარი წყალი ჭაობად იქცევა.
2. თუ კიბიანი კარი აირჩიეთ, თქვენ კარიერულ სიმაღლეზე ასვლა გწადიათ და არც კი იცით, კარის უკან რა სირთულის სამუშაო გელით. თქვენ ამბიციური, პატივმოყვარე ადამიანი ხართ. მორთმეულ გამარჯვებაზე არ ოცნებობთ, წარმატების მისაღწევად იბრძვით და ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწეული გამარჯვებები სიამოვნებას განიჭებთ.
3. საინტერესო ადამიანები ამ კარს ირჩევენ. საკმაოდ რისკიანი ხართ და ამის გამო ხშირად ზარალდებით. გირჩევთ, დაფიქრდეთ, სანამ გარისკავდეთ, იმ შემთხვევაში მაინც, როცა საქმე თქვენს ახლობლებს და საყვარელ ნივთებს ეხება.
4. უშიშარი, ბრძოლისთვის მუდამ მზად ხართ. არა აქვს მნიშვნელობა რისთვის მოგიწევთ ბრძოლა: კარიერის, პოლიტიკური შეხედულების თუ სასამართლო გარჩევისთვის. თქვენ არაფერი შეგაშინებთ. განსაკუთრებით, როცა საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ.
5. უახლოეს მომავალში მშვიდი ცხოვრება გელით. შეიძლება ცოტა ხნის წინ ნერვიულობამ მოგიწიათ პირაც ცხოვრებაში ან სამსახურში ცვლილებების გამო. ახლა ყველაფერი დარეგულირდება. ახლობლებს უყვარხართ და მათი მხარდაჭერის იმედიც უნდა გქონდეთ.
6. თითქოს დაღლილი ხართ და ბრძოლის თავიც არ გაქვთ. თუმცა, უნდა გაგახაროთ, ის დადებითი ცვლილებები, რომლებსაც ასე ელით, სულ ახლოსაა, მთავარია, უკან არ დაიხიოთ და განაგრძოთ, პატარა, მაგრამ შორს მიმავალი ნაბიჯებით გადაადგილება.
7. ავანტიურისტი ხართ. მუდამ მზად თავგადასავლებისა და სიახლეებისთვის. თანაც, მუდამ ოპტიმისტურად განწყობილი. აზარტული განწყობა არც მომავალში მოგცემთ მოწყენის საშუალებას. თქვენ მხიარულება და შთაბეჭდილებები გელით, ხოლო თუ უსიამოვნებებში ამოჰყობთ თავს, ჭკუას ისწავლით და მომხდარს მომავალში ღიმილით გაიხსენებთ.
8. იმდენად ცნობისმოყვარე ხართ, რომ ზოგჯერ, ინტერესის დასაკმაყოფილებლად, თავს საფრთხეში კი იგდებთ. ნურაფერს შეუშინდებით, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და სხვის საქმეში ცხვირი ზედმეტად არ უნდა ჩაყოთ, თორემ მოგონებები და თავგადასავლები ერთიორად მოიმატებს.