ტესტი

აირჩიე ხე და გაიგე მეტი შენი სიყვარულის შესახებ

აირჩიე ხე და გაიგე მეტი შენი სიყვარულის შესახებ
ეს სასიყვარულო ექსპრეს-ტესტი დაგეხმარებათ გაერკვიოთ სასიყვარულო საქმეებში. როგორ ვლინდება თქვენი პიროვნება ურთიერთობებში?

როგორი პარტნიორი გიხდებათ? რომელია თქვენი სუსტი და ძლიერი მხარე სასიყვარულო საკითხებში? ყველაფერს გაიგებთ ტესტ-ნახატის მეშვეობით.

დაუფიქრებლად აირჩიეთ ხე და იხილეთ შედეგი.

ტესტის შედეგი

1. თავდაჯერებული და ძლიერი პიროვნება ხართ
, რომლისთვისაც რომანტიკა უცხო არ არის. ხშირად იღებთ ინიციატივას საკუთარ თავზე. ოჯახურ ურთიერთობებში თქვენი ნდობა შეიძლება. ნებისმიერ პრობლემას შემოქმედებითად უდგებით. ვერ იტანთ ყოველდღიურ რუტინას და ცდილობთ თავი აარიდოთ. თქვენთვის იდეალური პარტნიორი - მსგავსი შემოქმედებითი პიროვნება
გახლავთ. ბევრის მიღწევა და მიზნისკენ საყვარელ ადამიანთან ერთად სწრაფვა გსურთ.

2. სტაბილური და მყარი პიროვნება ხართ. მხოლოდ საკუთარ თავს უსმენთ. ერთი ნახვით სიყვარული - ეს თქვენი ისტორია არაა. ურთიერთობებში ცდილობთ საკუთარ სტრატეგიებს მიჰყვეთ. უმეტეს შემთხვევაში, ურთიერთობიდან სარგებელს ეძებთ, ასე რომ, გრძნობებზე დაფუძნებული კავშირი - თქვენი შემთხვევა არ გახლავთ. თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, პარტნიორი წარმატებული იყოს ან მიილტვოდეს მაინც წარმატებისკენ.

3. ნაზი და რბილი ქმნილება ხართ, რომელსაც ესთეტიკა და რომანტიკა უყვარს. ურთიერთობებში მზად ხართ გაიღოთ ბევრი და საპასუხოდაც ამას მოითხოვთ. გადაწყვეტილებებს ხშირად ინტუიციასა და ემოციებზე დაყრდნობით იღებთ. არ ხართ კონფლიქტური, ყველა პრობლემას კომპრომისის გზით წყვეტთ. თქვენ გვერდით ძლიერი ადამიანი უნდა იყოს, რომელთანაც დაცულად იგრძნობთ თავს.

4. თქვენ ხართ პიროვნება, რომელიც სრულყოფილებისა და წესრიგისკენ მიილტვის. ამასთან, ბუნებით ლიდერი ხართ, რაც ბევრს აშინებს. თუ მოახერხებთ ურთიერთობაში მთავარი გახდეთ, თანასწორუფლებიანი პარტნიორი ხდებით. მაგრამ თქვენ ერთი მომგებიანი თვისება გაგაჩნიათ - არ ხართ ბოღმა და შერიგებისკენ პირველ ნაბიჯს ყოველთვის პირველი დგამთ. ყოფილ შეყვარებულებთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებას ახერხებთ.

5. ძალზე ემოციური ხართ და თქვენს ურთიერთობებში მუდამ ვნებათა ღელვაა.
პირველ რიგში, ცდილობთ ყურადღების მიპყრობას, დაინტრიგებას და საკუთარი პერსონის იდუმალების ბურუსში მოქცევას. ურთიერთობებში ხშირია კამათი მეორე ნახევართან. თუმცა ეს კამათი მხოლოდ ამყარებს ურთიერთობას და გაუგებრობებში გარკვევას მხოლოდ მას მერე ახერხებთ, როგორც კი დაცხრებით. თქვენი მეორე ნახევრის როლში მშვიდი, გაწონასწორებული, უკონფლიქტო ადამიანები გამოდგებიან.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნინი
5 კიიი :დ
20:52 / 01-11-2016
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93