ინტერნეტში უამრავი თავსატეხი ვრცელდება, რომლებიც არა მხოლოდ თავისუფალი დროის მოკვლაში გვეხმარება, არამედ გონებასაც გვივარჯიშებს.
ეს თავსატეხი თავდაპირველად საიტმა Reddit-მა გამოაქვეყნა. მისი ავტორი ამტკიცებს, რომ ლაბირინთის ამოხსნა მხოლოდ ნასვამ ადამიანს შეუძლია.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცით, მართლაც ალკოჰოლია თუ არა ამ ამოცანის ამოხსნის გარანტი, მაგრამ ის ზუსტად ვიცით, რომ მისი ავტორი ირლანდიელია.
და რომ ის ამტკიცებს, ნასვამი ადამიანი იმიტომ ხსნის ამ თავსატეხს მარტივად, რომ ის ჰიპერკრიტიკულ და მკაცრ აზროვნებას მოკლებულია. პლუს, როგორც წესი, მთვრალი ადამიანი ბევრად დაჟინებული და პრინციპულია მიზნის მიღწევისას.
სცადეთ, ამოხსნათ ეს თავსატეხი ახლავე და ალკოჰოლის გარეშე!
თავსატეხის ამოცანა შემდეგში მდგომარეობს:
უნდა შეხვიდეთ ლაბირინთში და გაიკვალოთ გზა შემდეგი თანამიმდევრობით: წითელი ბურთი, ლურჯი ბურთი, წითელი ბურთი, ლურჯი ბურთი და ასე ბოლომდე.
უკუსვლა არ შეიძლება, იარეთ მხოლოდ წინ. ზევით და ქვევით მოძრაობა დასაშვებია.