მოდი, სწრაფად ჩაერთე ერთ საინტერესო თამაშში
წარმოიდგინე, რომ უკიდეგანო უდაბნოში ხარ. აქ არის კუბი. აღწერე იგი. რას ჰგავს კუბი? რამდენად დიდია? რისგანაა გაკეთებული? გახსოვდეს, შეუძლებელია სწორი ან არასწორი პასუხების გაცემა, აღწერე ის, რასაც რეალურად გრძნობ. წაგება დაუშვებელია.
კუბის გვერდით კიბეა. ახლა ის აღწერე: რამდენად დიდია, კუბთან რა მანძილითაა დაშორებული? რისგანაა დამზადებული? შეჩერდი ამ მომენტზე და ცოტა წაიფანტაზიორე. წარმოიდგინე, როგორ გამოიყურება კუბი და კიბე ერთად.
ახლა კი უდაბნოში ცხენი დაინახე. მას სახელი ჯერ არ აქვს. აღწერე იგი. სად დგას, რას აკეთებს?
თითქმის დავასრულეთ. ახლა უდაბნოს შუაგულში ყვავილები შენიშნე. აღწერე ისინი. რამდენია? რომელ მცენარეს გაგონებს? როგორ არიან განლაგებულები სხვა ობიექტებთან?
და ბოლო კითხვა. უდაბნოში ქარბუქი ამოვარდა. რამდენად შორსაა იგი შენგან? რამდენად ძლიერია? აღწერე იგი. რას უპირებ ობიექტებს, რომლებიც უდაბნოში აღმოაჩინე.
ახლა კი ყველაზე საინტერესო... შედეგები!
კუბი - შენი ეგოა.
კუბის ზომა - შენი ეგოს ზომაა. თუ იგი დიდი წარმოიდგინე, ე.ი. საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ. თუ არც ისე დიდია, შეიძლება დაბალი თვითშეფასება გაქვს.
კუბი ქვიშაზე დგას? ე.ი. მიწაზე მყარად დგახარ. თუ ჰაერში ლავირებს, თავადაც "ღრუბლებში დაფრინავ".
გამჭვირვალეა თუ არა? თუ კი, გამჭრიახი ადამიანი ყოფილხარ, დაკვირვებული და ცნობისმოყვარე, ცდილობ ყველაფრის არსს ჩასწვდე. თუ გაუმჭვირვალეა, ე.ი. ზედაპირული პიროვნება ბრძანდები. გარშემო მყოფების აზრების წაკითხვა არ გახასიათებს.
რისგანაა დამზადებული? იქნებ ყინულისაა? დნება? თუ ასეა, გირჩევთ, სასწრაფოდ აიმაღლო თვითშეფასება.
კიბე - ის შენს მეგობრებს ასახავს.
იგი კუბზეა მიდგმული? ე.ი. შენი მეგობრები შენზე არიან დამოკიდებულები. როგორი კიბე გამოგივიდა, მოკლე თუ გრძელი? განიერი თუ ვიწრო? როგორი მატერიისგანაა დამზადებული - ლამაზია თუ გამძლე? კიბის შენეული აღწერა მეგობრებისადმი შენს რეალურ დამოკიდებულებას აღწერს.
ცხენი - შენი ოცნების პარტნიორი.
როგორც მიხვდი, ცხენის აღწერით პოტენციურ პარტნიორს აღწერ. ეს მშრომელი ცხენია თუ მარტორქა? ლამაზია? რა ფერისაა? კარგად გაერკვიე პასუხებში.
ყვავილები - შვილები.
რამდენი ყვავილიცაა, იმდენ ბავშვს ნიშნავს, რამდენსაც საჭიროებ. შენს წარმოსახვაში რამდენი იყო: ერთი, რამდენიმე თუ თაიგული? თუ უდაბნოში ყვავილები ვერ დაინახე, ეს ან უშვილობაზე მიუთითებს, ან მათი ყოლის აუცილებლობას ვერ ხედავ.
ქარბუქი - საფრთხე, რომელიც გემუქრება.
როგორ წარმოიდგინე იგი? ქარბუქი ახლოს იყო თუ შორს? ჭექა-ქუხილიც ხომ არ ახლდა? აღწერე, როგორ წარმოიდგინე იგი. თავი დააღწიე თუ ჩაგითრია?
ტესტის შესახებ მეგობრებს მოუყევი და გაუზიარეთ ერთამანეთს შთაბეჭდილებები, საინტერესო იქნება!