დაუფიქრებლად აირჩიეთ მოცემულ ოთხ ფიგურათაგან რომელიმე და გაიგეთ შედეგი
კვადრატი – დაუღლელი მშრომელები. შრომისმოყვარეობა და დაუღალავი სწრაფვა მიზნისკენ, საქმის ბოლომდე მიყვანის მანიაკალური სურვილი. სწორედ ეს ახასიათებთ კვადრატის ამომრჩევლებს.
მოთმინება და ცოდნა, ზედმიწევნით სწორად გააკეთოს თავისი საქმე - სწორედ ეს ხდის კვადრატებს სასურველ სფეროში პროფესიონალებად. მათ სჭირდებათ ახალი ინფორმაციები. ისინი მიღებულ ინფორმაციას სწრაფადვე ათავსებენ საჭირო თაროზე.
ერუდირებული საზოგადოება. მათი ძლიერი მხარეა – ანალიზის და გააზრების უნარი. ისინი ყველა დეტალს ამჩნევენ და აკვირდებიან, თუმცა ეს საერთო სურათის დანახვაში ხელს უშლით.
ნამდვილი პედანტები, ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს. ყოველი ქმედება სცენარის მიხედვით უნდა განახორციელონ. სცენარიდან ყოველი გადახვევა მათ არაკომფორტულ სიტუაციაში აყენებს და დაუცველსაც კი ხდის. მათი სიფრთხილე და წესრიგი ხშირად უკიდურესობამდეც კი მიდის.
სამკუთხედი – ლიდერად დაბადებულნი. სამკუთხედს აქვს იმის უნარი, კონცენტრირდეს დასახულ მიზანზე. ისინი არიან ენერგიულები, მიზანსწრაფულები და აქვთ უნარი, ყოველგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად მიაღწიონ დასახულ მიზანს.
საკუთარ თავში დარწმუნებულ ამ საზოგადოებას მუდამ აქვს შეგრძნება, რომ ყოველ სიტუაციაში მართლები არიან. უყვართ საქმის წარმოება, ყველაფრის მართვა. პრობლემას წყვეტენ არა მხოლოდ მათთვის, არამედ სხვის მაგივრადაც. მოსწონთ კონკურენცია. სურთ ყოველ საკითხში დომინირება – რაც მათი წარმატების საიდუმლოა. ის მუდამ მოუთმენელია და არ მოსწონს ადამიანები, რომლებიც რთულად იღებენ გადაწყვეტილებას.
სამკუთხედის ამომრჩეველნი ყველაზე მეტად მარცხს განიცდიან. იყო არასწორი – მათთვის ყველაზე დიდი ტრაგედიაა. თუ კვადრატთა მთავარი მიზანი ყოველი ქმედების გათვლა და წესრიგი და მიზნის ასე მიღწევაა, სამკუთხედისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დომინირება და პირველობაა. მათი უარყოფითი თვისება გაძლიერებული ეგოცენტრიზმია.
წრე – ჰარმონიული პიროვნება. მიილტვის თბილი და სრულყოფილი ურთიერთობებისკენ. მათთვის ყველაზე მთავარი ადამიანები და მათი კეთილდღეობაა. წრის ამომრჩეველი ადამიანი ჰარმონიული და მშვიდია, მას სამსახურშიც და ოჯახშიც თბილი და მყუდრო გარემო მოსწონს.
ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან, მუდამ განიცდიან და გრძნობენ ყოველ სიტუაციას. ყოველ საკითხს ემოციურად უდგებიან. ირგვლივ ყველას სურს მათ გვერდით ყოფნა და წრე ადვილად ხვდება ორპირობასა და სიცრუეს.
ისინი არასდროს საუბრობენ საკუთარ თავზე განდიდებით, მათ არ მოსწონთ საკუთარი თავის ქება და სიტუაციის შელამაზება.
X – "იქსი" – შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არიან. მათი პიროვნება არ არის მხოლოდ ერთი უკიდურესობა, ისინი საკუთარ თავში აერთიანებენ როგორც მგრძნობიარესა და მშრომელ, ასევე მიზანსწრაფულსა და შემოქმედებით ნიჭს.
მათი თვისება დაკვირვებაა. "X" ირჩევს ერთ ადამიანს და მუდამ აკვირდება. კვადრატებისგან განსხვავებით, ისინი არ გაურბიან კონფლიქტს, პირიქით, ახალ საკითხს და პრობლემას წამოჭრიან და სულაც არ სჭირდებათ კონსესუსი. ისინი ამით ქმნიან ახალ და განსხვავებულ კონცეფციებს.
გონებამახვილობის წყალობით, მათ აქვთ ნიჭი, სხვებს კარგად დაანახონ რეალობა და მიაღებინონ მათთვის უცხო და მოულოდნელი გადაწყვეტილებები. მათ არ შეუძლიათ შრომა კარგად კონსტრუირებულ და კონტროლირებად დაწესებულებებში.