საჩუქარი კეთილი გულითა და განზრახვითაც რომ მოგართვან, ის შეიძლება მაინც უარყოფითად იყოს დამუხტული. გაიგეთ, რომელი საჩუქრები არ უნდა მიიღოთ და არც თავად აჩუქოთ არავის.
საათი - მიჩნეულია, რომ თქვენი უდარდელი და ბედნიერი ცხოვრების შეჩერება შეუძლია. ამიტომ, როგორც კი საათს მოგართმევენ, აუცილებლად დაუბრუნეთ ხურდა ფული.
მაკრატელი - მართალია, იშვიათი საჩუქარია, მაგრამ თუ გაჩუქეს, გადააგდეთ და მჩუქებლის წასვლის შემდეგ სახლიც გაასუფთავეთ. მაკრატლის ჩუქებით ადამიანს სურს, სამყაროსგან მოგკვეთოთ, შეგიმციროთ სიცოცხლე.
დანა - ასეთი საჩუქრით მჩუქებელი თქვენს დანაშაულში ჩათრევას (შეიძლება გაუცნობიერებლად) ცდილობს. აუცილებლად დაუბრუნეთ ხურდა.
სარკე - განსაკუთრებით საშიშია ძველებური სარკეების ჩუქება. მათზე გაწმენდის რიტუალებიც აღარ მოქმედებს. ის გაცლით სიხარულს, ახალგაზრდობას, სილამაზეს. ასეთი საჩუქარი, უმჯობესია, საერთოდ არ მიიღოთ. ხოლო, თუ მიიღეთ, სასწრაფოდ გათავისუფლდით მისგან.
ქამარი - მჩუქებელს თქვენი ჩაკეტვა, წარმატებების შემცირება სურს. თუ ქამარს ატარებთ, სასწრაფოდ მოიხსენით, ის წარმატების მიღწევაში გიშლით ხელს. გაგრძელება