არსებობს მოსაზრება, რომ ფეხის თითების ფორმის მიხედვით ადამიანის ხასიათისა და მომავლის ამოცნობაც კი შეიძლება!
სტატიაში გაგაცნობთ პედომანტიის - ფეხისგულის ხაზებისა და ფეხის თითების მიხედვით მკითხაობის შესახებ. ეს მეცნიერება ფიზიოგნომიკის მიმართულებას მიეკუთვნება და დიდი პოპულარობით სარგებლობს სხვადასხვა იდუმალი პრაქტიკის მოყვარულებს შორის.
ხასიათი ფეხის თითების მიხედვით:
მაგალითი 1
შემოქმედებითი პიროვნების მაჩვენებელია. ადამიანები მსგავსი ფეხის თითებით ძალიან ჭკვიანები არიან და ნებისმიერ პრობლემას კრეატიულად წყვეტენ, მაგრამ ხანდახან თავდაუჯერებლობის გამო დაწყებული საქმე ბოლომდე არ მიჰყავთ.
მაგალითი 2
მსგავსი ფეხის თითების მქონე ადამიანები ენერგიული და მოხერხებულები არიან. ყოველთვის მიჰყვებიან ბოლომდე იმას, რისიც გულწრფელად სწამთ.
მაგალითი 3
ლიდერის თვისებების მაჩვენებელია. ასეთი ადამიანების მთავარი მიზანი წარმატებაა საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. მხოლოდ ერთი რამ უშლით მათ ხელს - ზედმიწევნითი პერფექციონიზმი!
მაგალითი 4
ამ ადამიანებისთვის მთავარ ღირებულებას ოჯახი და ახლობლები წარმოადგენს. მათ მოსმენის და თანადგომის უნარი გააჩნიათ. ხანდახან მათ გულთან ზედმეტად ახლოს მიაქვთ ყველაფერი და ეს ხშირად ხელს უშლით მათ.
მაგალითი 5
ამბიციურობაზე მეტყველებს. ფეხის თითების მსგავსი ფორმის მფლობელები მიმზიდველები არიან, თუმცა ხშირად ბავშვურად მიამიტები.