თუ მეგობრებმა პიცის ჭამა გადაწყვიტეთ და გულსართის არჩევა გიჭირთ, ჩვენი ექსკლუზიური ტესტი ყველა თქვენი მეგობრის პიროვნული თვისებების გამოცნობაში დაგეხმარებათ.
1. ჩვეულებრივი პიცა
მშვიდი, საიმედო
გულსართს ყველი და ტომატი აუცილებლად ექნება და თუ მასზე თანახმა ხართ და სხვა გულსართი აღარ გსურთ, თავდაჯერებული ადამიანი ყოფილხართ, იცავთ საკუთარ მოსაზრებებს. გარშემო მყოფებს შეუძლიათ თქვენი იმედი იქონიონ. თუმცა, ისიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხშირად გრძნობთ თავს არაკომფორტულად.
2. ჰავაიური პიცა
თავდაჯერებული, მოხერხებული
ზოგიერთ ადამიანს პიკანტური გემოს - ლორისა და ანანასის დუეტი მოსწონს. ეს ნიშნავს, რომ იშვიათად განიცდით ცხოვრებაში მომხდარი უსიამოვნებების გამო. უბრალოდ, სიტუაციას ღებულობთ ისეთს, როგორიცაა. გარშემო მყოფები ტკბებიან თქვენთან, უნიკალურ ადამიანთან, ურთიერთობით.
3. პიცა ანჩოუსებით
ჯიუტი, უშიშარი
უჩვეულო ადამიანი ხართ, რომელიც არაფერს უშინდება და შეუძლია, ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდეს. იქნებ დაფიქრდეთ, ღირს კი იმ მსხვერპლის გაღება, რომელსაც ასე უშიშრად ებრძვით. უფრო მეტად გამოავლინეთ დიპლომატია, სირბილე ხასიათში.
4. პიცა სოკოთი
გულუხვი, უბრალო
სოკო პიცას განსაკუთრებულ არომატს სძენს. თუ პიცას სოკოთი ამჯობინებთ, ურთიერთობისთვის გახსნილი ადამიანი ხართ. ნებისმიერთან შეგიძლიათ გამონახოთ საერთო ენა. ადამიანები ისწრაფვიან თქვენკენ, რადგან მათთვის არ გენანებათ არც დრო, არც ენერგია და სიყვარული.
5. პიცა პეპერონე
მხიარული, მზრუნველი
ყველაზე პოპულარული პიცის სახეობაა. თუ უპირატესობას მას ანიჭებთ, საყვარელ ადამიანებზე გადაყოლილი ხართ. გარშემო მყოფები ისწრაფვიან თქვენკენ, რადგან სხვებისგან განსხვავებით, მომხდარისგან "დრამას" არ ქმნით. თუ სიტუაცია მწყობრიდან გამოვა, მშვიდად აგვარებთ ყველაფერს. იუმორის გრძნობა გაქვთ და ხშირად დასცინით საკუთარ წარუმატებლობას.
6. პიცა ძეხვითა და წიწაკით
გაწონასწორებული, გამგები
ხორცი და ბოსტნეული იდეალურად აბალანსებს ერთმანეთს. ცდილობთ ცხოვრებაც დააბალანსოთ. კრიტიკასა და ახალ შემოთავაზებებს ადეკვატურად იღებთ. დღითიდღე იხვეწებით, ახალ-ახალი იდეები გებადებათ და ახლობლებიც ხშირად გაკითხავენ რჩევისთვის.
7. პიცა "4 ყველი"
მიზანდასახული, შემწყნარებლური
პიცაში თქვენი საყვარელი ნაწილი ყველია? მომზადებისას ცდილობთ, იგი ხაჭაპურად გადააქციოთ. საკუთარი თავისგან მაქსიმალურ შედეგს ითხოვთ. იცით, რა გსურთ და დაუბრკოლებლად მიიწევთ მიზნისკენ. საკუთარ თავს ხშირად ანებივრებთ და ცდილობთ, ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ.
8. ხორცის პიცა
გულახდილი, ამაყი
რისი თქმა შეუძლია თქვენ მიერ შეკვეთილ, ხორცით დატვირთულ პიცას? ხმაურიანი და ამაყი პიროვნება ხართ. თამამად აცხადებთ საკუთარ მოთხოვნებსა და გამოხატავთ გრძნობებს. ამაყობთ საკუთარი ოჯახით, ეროვნებით, მიღწევებით. გიყვართ საკუთარი თავი და ყველა ის მიღწევა, რასაც ცხოვრებაში მიაღწიეთ.
9. ვეგეტარიანული პიცა
მგრძნობიარე, გულჩათხრობილი
თუ ბოსტნეული გიყვართ, რატომ არ უნდა შეუკვეთოთ ვეგეტარიანული პიცა? მისი მოყვარული მეტად მგრძნობიარეა, ბავშვურიც კი. მას ადვილად შეუძლია გრძნობების გამოხატვა. მაგრამ ამაში ცუდი არაფერია. თქვენ ყველაფერს მიაღწევთ, რაც გსურთ. თუმცა, საკუთარი გრძნობების გარშემო მყოფებისთვის გაზიარება არ გსურთ. სამყაროს გააოცებთ, თუ გაუზიარებთ საკუთარ აზრებს.
10. განსაკუთრებული პიცა
შემოქმედებითი, ავანტიურული
ვის რაში სჭირდება მოწყენილი, ერთფეროვანგულსართიანი პიცა? თუ პიცის მომზადებისას მას ახალ ინგრედიენტებს უმატებთ, შემოქმედებითი ნატურა ყოფილხართ. ალბათ, ცეკვა გიყვართ, სამოსის დაჭრა, ცოტათი ჭკუიდან გადასვლა. ავანტიურული პიროვნება ბრძანდებით. გარშემო მყოფებმა იციან, რომ თქვენთან ერთად არ მოიწყენენ. მათთვის შთაგონების წყარო ხართ.
11. პიცა "ყველაფრით"
გაუბედავი, სტუმართმოყვარე
რატომ უნდა აირჩიოთ მხოლოდ ერთი გულსართი, თუ შეგიძლია ყველა ერთად გამოიყენოთ? შეიძლება იმდენად გიჭირთ არჩევანის გაკეთება, რომ ერთის ნაცვლად ყველაფერს ამჯობინებთ. სტუმართმოყვარე ადამიანი ხართ. მუდამ ცდილობთ, სტუმარმა თქვენს სახლში თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ ოჯახში. როცა პიცას რამდენიმენაირ გულსართს უკეთებთ, ზუსტად იცით, რომ ყველა იპოვის თავის საყვარელ ლუკმას. გარშემო მყოფებისთვის საიმედო საყრდენი ხართ.