არსებობს ნივთები, რომლებიც უსიტყვოდ მეტყველებს მის მფლობელზე. მათ შორის არის ტანსაცმელი. სწორედ ის, ისევე, როგორც საკვები, ყოველდღიური ჩვევები და მრავალი სხვა ქმნის ადამიანს ისეთად, როგორიც ის სინამდვილეში არის.
საცურაო კოსტიუმებიც არ არის გამონაკლისი. აღმოჩნდა, რომ საცურაო კოსტიუმის მიხედვით, შესაძლოა, დავადგინოთ ადამიანის ესა თუ ის მიდრეკილებები. საქმე ისაა, რომ ქალისთვის საცურაო კოსტიუმი - არა მხოლოდ გარდერობის ნაწილია, არამედ საშუალება, წარმოაჩინოს თავი სამყაროს წინაშე.
შეიხედეთ გარდერობში და დააკვირდით, როგორი სახის საცურაო კოსტიუმებს ანიჭებთ უპირატესობას.
1. მთლიანი საცურაო კოსტიუმი: კლასიკა, რომელიც დროს არ ექვემდებარება
იმისათვის, რომ სექსუალური იყოთ, არ არის აუცილებელი, გაშიშვლდეთ. კლასიკა ყოველთვის მუშაობს და აქტუალურია ასაკის მიუხედავად. ზოგიერთი ფიქრობს, ვინც ვინტაჟურ მთლიან საცურაო კოსტიუმს ატარებს, ძველმოდურია, მაგრამ ეს საკითხი სადავოა. მსგავსი საცურაო კოსტიუმები მუდამ მოდაშია და აქტუალურია.
2. ბიკინი: თამამი და თავისუფალი
საკმაოდ თამამი ხართ, აკეთებთ იმას, რისიც სხვებს შეეშინდებოდათ და შერცხვებოდათ. გარდა ამისა, სერიოზულიც ხართ და დაწყებულ საქმეს ლოგიკურად ამთავრებთ. თავდაჯერებულობა - თქვენი კოზირია!
3. ტანკინი: თამამი და რეალისტური
თამამი ხართ! თქვენი დევიზია: "ან ყველაფერი, ან არაფერი!". გიყვართ მძაფრი შეგრძნებები. ამასთან, აფასებთ კომფორტს. საკუთარ თავთან გულახდილი ხართ.
4. ამოჭრილი საცურაო კოსტიუმი: კრეატიული და უნიკალური
გიზიდავთ მძაფრი შეგრძნებები, მათკენ ნებისმიერი გზით მიილტვით. დიახ, პიროვნების მსგავს ტიპს შეიძლება ვუწოდოთ თავგადასავლების მაძიებელი.
5. ბიჭური შორტები: სპორტული და საყვარელი
აქტიური ხართ, მზად ხართ, ფაქტობრივად, ყველაფრისთვის. გარშემომყოფები მიიჩნევენ, რომ ნიჭიერი და პრაგმატული ხართ, ყველაფერ ამას კი სამოსით უსვამთ ხაზს. არ გადარდებთ, როგორ გამოიყურება საცურაო კოსტიუმი, მთავარია, მოსახერხებელი იყოს.
6. საცურაო კოსტიუმი-მინი კაბა: უკარება და მგრძნობიარე
მსგავს საცურაო კოსტიუმს თავდაჭერილი და მშვიდი პიროვნებები ირჩევენ, რომლებთანაც ყოფნა სიამოვნებაა. ამასთან, მდიდარი წარმოსახვის უნარი გაგაჩნიათ და წარმოუდგენელი შინაგანი სილამაზე. ეს გახლავთ ქალური ნატურები, რომლებიც საკმაოდ თავმდაბლები არიან.
7. ფერადი საცურაო კოსტიუმი: მხიარული და ენერგიული
თამამი და მხიარული ხართ, ამასთან, გიყვართ მრავალფეროვნება. ყურადღების ცენტრში ყოფნა თქვენთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. თანაც საინტერესოა, რომ მარტოობაც ისევე გიყვართ, როგორც მრავალრიცხოვან საზოგადოებაში ყოფნა.
8. ერთი ფერის საცურაო კოსტიუმი: ადვილად ადაპტირებადი
მსგავს საცურაო კოსტიუმს "ქამელეონები" ირჩევენ, რომლებისთვისაც საკმაოდ ადვილია ნებისმიერ სიტუაციაში ადაპტირება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი გარშემომყოფებს ერწყმიან. ეს გახლავთ კაშკაშა პიროვნებები, რომლებიც მყარად დგანან მიწაზე.
9. სხვადასხვა ფერის ცალ-ცალკე საცურაო კოსტიუმი: პრაგმატული და არაორდინარული
უცხო ადამიანი გაცნობისას იფიქრებს, რომ საკმაოდ ექსცენტრიკული ხართ. გარკვეული სიმართლე ამაში არის. თქვენ ხედავთ სილამაზეს ჩვეულებრივ რამეებში. პრაქტიკული ხართ, დიდი გონების პატრონი და ამავდროულად, არასტანდარტულად მოაზროვნე.
10. საცურაო კოსტიუმის გარეშე: უდავოდ თამამი!
დიახ, თქვენ სხვებზე ბევრად თამამი ხართ. გიყვართ ადამიანების შოკირება, გიყვართ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ - ყველა ღირსებითა და ნაკლით.
11. სრული ეკიპირება: ყველასგან განსხვავებული
იმ დროს, როდესაც სხვები წყალში ჭყუმპალაობენ, ერთობიან პლაჟზე და ა.შ. თქვენ შეზლონგზე წევხართ და წიგნს კითხულობთ. დანამდვილებით იცით, რა მოგწონთ და რა არა. საკუთარ შეხედულებებს ნათლად გამოხატავთ, თუმცა გზაზე წინ არავის გადაეღობებით.