უყურეთ წითელ წერტილს 10 წამის განმავლობაში (ეცადეთ, არ ახამხამოთ თვალები). შემდეგ, როგორც კი დაინახავთ პასტელის ფერებს – მოაშორეთ თვალი ანიმაციას, ის მაშინვე შავ-თეთრი გახდება.
ადამიანის ტვინი საოცარი ორგანოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მხედველობას ეხება!
თქვენ დაინახეთ პასტელური ტონები მას შემდეგ, რაც ანიმაციამ სიმკვეთრე დაკარგა? ძალიან უცნაურია, არა?
გჯერათ თუ არა, რასაც თქვენ ხედავთ, ეს მხოლოდ ორიგინალური ფერადი ქალაქის თეთრი მონახაზია, აი, ასეთი:
ეს ანიმაცია შეიქმნა Imgur-ზე მომხმარებლის, mrjrich-ის მიერ და ჩვენს ტვინს აძლევს საშუალებას, გაარჩიოს ფერები, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს.
უცნაურად ჟღერს? დიახ! მაგრამ, აი, ნახეთ, ეს მართლაც ასეა: