ძილის დროს ყველა წყვილი განსხვავებულად წევს. ზოგი ჩვეულებრივად, ზურგზე, ზოგს ემბრიონის პოზა მოსწონს, ზოგისთვის კი ჩახუტებული ძილია კომფორტული. თითოეულ პოზას შეუძლია თქვენს ურთიერთობაზე ილაპარაკოს...
ესე იგი, თუ თქვენ ხშირად იძინებთ, როგორც...
1. განუყრელები
თქვენ ჩახუტებულები ხართ პირისპირ მთელი ღამის განმავლობაში.
რას ნიშნავს: თუ თქვენ ამ პოზაში ხშირად გძინავთ, ეს ნიშნავს, რომ დიდი ხანი არაა, რაც ერთად ხართ და ჯერ კიდევ თავბრუდამხვევ პერიოდს გადიხართ. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ სიყვარული 3 წლის მანძილზე ძლებს, თუმცა ზოგ წყვილს ამგვარად უფრო დიდი ხნის განმავლობაშიც სძინავს. თუ ეს თქვენი შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ უბრალოდ ძალიან დამოკიდებულები ხართ ერთმანეთზე.
2. კოვზის პოზა
წარმოიდგინეთ, როგორ აწყვია კოვზები. თუ წყვილიდან ერთ-ერთი მეორე მხარეს გადატრიალდება, მაშინ მეორეც იმავეს აკეთებს.
რას ნიშნავს: თქვენ გინდათ, რაც შეიძლება ახლოს იყოთ ერთმანეთთან. ეს თქვენ სიმშვიდის, კომფორტის და დაცულობის შეგრძნებას გაძლევთ. სხვათა შორის, წყვილების უმრავლესობა ამ პოზას ურთიერთობის დასაწყისში ირჩევს, დაახლოებით პირველი 3-5 წლის განმავლობაში.
3. "კონტაქტზე"
ეს პოზა მის წინამორბედს ძალიან ჰგავს, თქვენი ფეხები და ხელები ერთმანეთს ეხება. უბრალოდ, თქვენ შორის პატარა თავისუფალი ადგილი მაინც რჩება.
რას ნიშნავს: ასეთი პოზიცია ნიშნავს, რომ ორივე ადამიანი თავის თავში და ურთიერთობაში დარწმუნებულია. ამიტომ თქვენ აძლევთ თავს საშუალებას, გქონდეთ პირადი თავისუფალი სივრცე და ამასთან, არ გეშინიათ, რომ პარტნიორი ამის გამო გაგექცევათ.
4. თავი მხარზე
ორივე პარტნიორს ზურგზე სძინავს და ამასთან, ქალს თავი მამაკაცის მკერდზე უდევს.
რას ნიშნავს: ასეთი პოზა ნიშნავს, რომ თქვენი სულიერი წონასწორობა თქვენს პარტნიორზეა დამოკიდებული და ამასთან, ამ ურთიერთობაში დარწმუნებული ხართ.
5. ჩამეხუტე
თქვენი საყვარელი მამაკაცი ზურგზე წევს და გეხუტებათ, თქვენ კი მის მკერდზე გიდევთ თავი.
რას ნიშნავს: წყვილები იშვიათად ირჩევენ ამ პოზას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ურთიერთობაში კრიზისია. შეიძლება თქვენ უბრალოდ მეტი ზრუნვა, ყურადღება და სითბო გჭირდებათ მისგან.
6. ფეხი ფეხზე
თქვენ არ განიცდით საჭიროებას, მთელი ღამის მანძილზე სხეულით კავშირი გქონდეთ ერთმანეთთან, თუმცა, ზოგჯერ გაუცნობიერებლად ეძებთ მას და ზოგჯერ ფეხებით ეხებით.
რას ნიშნავს: თქვენს არაცნობიერს უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ საყვარელი ადამიანი ისევ გვერდით წევს და ახლოსაა. ასეთი სურვილი განსაკუთრებით ჩხუბის შემდეგ ჩნდება.
7. ზურგით
საწოლში ყოველი თქვენგანი საკუთარ, კომფორტულ ადგილს იკავებს. ამასთან, თქვენ ოდნავი შეხება გსიამოვნებთ, მაგალითად, ზურგით.
რას ნიშნავს: სულიერი სიმშვიდისთვის ორივე თქვენგანს პერიოდულად განმარტოება სჭირდება, თუმცა, ამასთან, ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ. იხილეთ სრულად...