დახედეთ ფოტოს, დაუფიქრებლად შეარჩიეთ ფერი, მისი განმარტება მოძებნეთ და ახსნა წაიკითხეთ.
ლურჯი
მომთმენი, მიზანმიმართული, ცოტათი ჯიუტი ადამიანი ხართ. საქმის დასაწყისში ხელის ჩაქნევა და თქმა, `არაფერი გამომივა~ _ თქვენი სტილი არაა. გამარჯვებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევთ. `ცხოვრება იდეალურია~, თუ ყველაფერი გეგმაზომიერად ხდება _ ასე გგონიათ ხშირად. არ გიყვართ სიურპრიზები.
მწვანე
მას, როგორც წესი, ირჩევენ ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილოები არიან ცხოვრებით და ცვლილებებზე, სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლაზე ფიქრობენ. `იქ ყველაფერია ბედნიერებისთვის, მხოლოდ მე ვაკლივარ და მეც იქითკენ მივდივარ~ _ აი, თქვენი დევიზი. ცნობისმოყვარე ხართ, ცოდნას ღრუბელივით ისრუტავთ, ცვლილებებისკენ უშიშრად მიიწევთ.
ნარინჯისფერი
ამინდისა და სეზონის მიუხედავად მუდამ ამაღლებულ განწყობაზე ხართ, ამბიციურმა და ანგარიშიანმა იცით რა გსურთ და როგორ უნდა მიაღწიოთ სასურველს. ძლიერი პიროვნება ხართ და საშიში კონკურენტი. გარშემო მყოფებს ჰგონიათ, რომ ვინმესთან გაჯიბრების სურვილი თქვენი მუდმივი მიზანია.
წითელი
კარგად გესმით ადამიანების, ადვილად შეგიძლიათ თავი მათ ადგილას წარმოიდგინოთ, მათი ემოციები გაიზიაროთ. თავს ბედნიერად მხოლოდ მაშინ გრძნობთ, როცა იცით, რომ თქვენი ახლობლები კარგად არიან. არაკონფლიქტური ადამიანი ხართ. ახლობლებს, ხშირად უთმობთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მართალი ხართ.
ყვითელი
კრეატიული, შემოქმედებითი, ქარიზმატული, ორიგინალური ადამიანი ხართ. არ აღიარებთ სტერეოტიპებს, ხშირად არღვევთ წესებს. მუდამ არასტანდარტულად აზროვნებთ. ადვილად გეცვლებათ განწყობა და გეშლებათ ნერვები. კარგი ორატორი ხართ და მუდამ ორიგინალური იდეებით ხართ აღსავსე.