ტესტი

აირჩიეთ სანტა და გაიგეთ, რა გელით ამ ზამთარს

აირჩიეთ სანტა და გაიგეთ, რა გელით ამ ზამთარს
დღესასწაულების, მხიარულობის პერიოდი დგება. შეარჩიეთ თქვენთვის სიმპათიური სანტა და გაიგეთ, რა გელით.

პირველი სანტა

ამინდის მიუხედავად, დაგითბებათ სული და გული, რადგან თქვენ მარტო არ ხართ. თქვენ უყვარხართ და თქვენზე ზრუნავენ. თქვენი საყვარელი ადამიანი მზადაა, ყინვაშიც კი გაგათბოთ თავისი სიყვარულით.

მეორე სანტა

მხიარული ზამთარი გელით, შეხვედრებითა და წვეულებებით დატვირთული. დაიღლებით სასიამოვნო ემოციებით. ყოველი დღე დატვირთული იქნება სასიამოვნო მომენტებით. სამსახურის საქმეებსაც კი ხალისით მოაგვარებთ.

მესამე სანტა

გარშემო მყოფები თქვენზე იზრუნებენ, კომფორტს შეგიქმნიან. თქვენ კი თავისუფალი დრო შეგიძლიათ სურვილისამებრ გაატაროთ, თბილად
მოკალათდეთ და წიგნები იკითხოთ, იოცნებოთ.

მეოთხე სანტა

ამ ზამთარს იმდენი საქმე გექნებათ გასაკეთებელი, რომ მოსაწყენად ვერ მოიცლით. გირჩევთ, არ მოიკლოთ ძილი, ივარჯიშოთ ხოლმე და ვიტამინებით გაიმდიდროთ რაციონი, რათა ყველა საქმის წარმატებით დასრულება შეძლოთ.

მეხუთე სანტა

ცვლილებების პერიოდი დაგიდგათ. გათავისუფლდით ყველა იმ საქმისა და ურთიერთობისგან, რაც წარმატებაში გიშლით ხელს. იყავით მზად სიახლეებისთვის, შემოუშვით თქვენს ცხოვრებაში სიახლე და ნუ მოიწყენთ და ნუ დანაღვლიანდებით.

მეექვსე სანტა

რამდენიმე რეალური შანსი მოგეცემათ, რომ კარდინალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. მთავარია, გაბედოთ და გადადგათ პირველი ნაბიჯი. ხანდახან კი უნდა გამორთოთ გონება და გულის კარნახით იმოქმედოთ.

მეშვიდე სანტა

ეს ზამთარი სიმსუბუქეს მოგიტანთ. მოიცილებთ ტვირთს, დარდს, რაღაც ძალიან "მძიმეს", რაც განვითარებას, გამარჯვებას გიფერხებთ. თქვენ დაიწყებთ მართლაც მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებას.

მერვე სანტა

ამ ზამთარს, რომელსაც ჩვეულებრივად შეხვდებით და არც არაფერს ელოდებით, თქვენს ცხოვრებაში სასწაული მოხდება. ისევ ირწმუნებთ ზღაპრებს და თოვლის ბაბუაც არ დაგტოვებთ საჩუქრის გარეშე. ჯადოსნური ზამთარი გელით, ამაში თავად დარწმუნდებით.

მეცხრე სანტა

ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდებით სასურველს. თუ სიზარმაცე შემოგიტევთ და ტახტზე წამოწოლას გადაწყვეტთ, ვერაფერსაც ვერ მიაღწევთ. აიძულეთ საკუთარი თავი, ძალაც მოგეცემათ და გამარჯვების სიხარულსაც გაიზიარებთ.

მეათე სანტა

თქვენთვის აუცილებელია მოგზაურობა. თვითმფრინავით, მატარებლით. გამონახეთ დრო და გაისეირნეთ ქალაქგარეთ ან თქვენთვის აქამდე უცნობი ადგილები მოინახულეთ. სუფთა ჰაერი კი თქვენთვის სასიცოცხლო ენერგიაა.

მეთერთმეტე სანტა

გარშემო მყოფებს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნებათ, რომ ზამთრის იღბლიანი ადამიანი ხართ და ასეც იქნება. მიიღებთ წარსულში შესრულებული საქმის შედეგს. აგისრულდებათ ის, რაზეც ამდენი ხანი ოცნებობდით.

მეთორმეტე სანტა

ეს ზამთარი მოგცემთ საშუალებას, გადახედოთ გეგმებს, გააცნობიეროთ მიზნები და ჩამოყალიბდეთ სურვილებში, რათა შემდეგ ნაბიჯად დაისახოთ მიზნების ასრულება. ახლა თქვენ საფუძველი უნდა ჩაუყაროთ თქვენს მომავალს.

მეცამეტე სანტა

იყავით პოზიტიურად განწყობილი და კარგი განწყობა და დადებითი ემოციები მთელი ზამთარი გაგყვებათ. მოერიდეთ ნარკოტიკებისა და ალკოლჰოლის მიღებას. ეცადეთ, ფხიზელმა შეიქმნათ სასიამოვნო ეიფორია.

მეთოთხმეტე სანტა

ყველა წვეულების დედოფალი იქნებით. საშუალება მოგეცემათ, მეგობრებთან ერთად მხიარულად გაატაროთ დრო. დატკბით ცხოვრებით, სამსახურის საქმეები და საოჯახო მოვალეობები კი არსად გაგექცევათ.

მეთხუთმეტე სანტა

ცხოვრება მოულოდნელ და სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ. გაიმყარებთ პოზიციას. დაიწყებთ საქმეს, რომელიც მომავალში მატერიალურ კეთილდღეობას და წარმატებას მოგიტანთ.

მეთექვსმეტე სანტა

კეთილი საქმეების შესრულების დრო დაგიდგათ. ახლობლებისთვის ზრუნვაში ნურც საკუთარ თავს დაივიწყებთ. იყავით მეტად მომთმენი, მოწყალე გარშემო მყოფების მიმართ. თქვენს სიკეთეს არავინ დაივიწყებს.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30